კალათბურთი

14:55 | 5.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

თურქეთის ნაკრები შემდგომ ეტაპზე ვერ მოხვდა

ჩინეთში მიმდინარე საკალათბურთო მსოფლიო ჩემპიონატზე, პირველი ხმაურიანი სენსაცია მოხდა. თურქეთის ნაკრებმა ჩეხეთის ეროვნულ გუნდთან 15 ქულით, 76:91 წააგო და შემდგომ ეტაპზე ვერ გავიდა.

თურქმა კალათბურთელებმა მხოლოდ მესამე მეოთხედის მოგება შეძლეს (25:23), დანარჩენი სამი კი წააგეს (18:22, 19:21, 18:25).

ჯამში, E ჯგუფის ერთ-ერთმა ფავორიტმა, თურქეთის ნაკრებმა, მხოლოდ ერთი მატჩი მოიგო იაპონიასთან (86:67). შემდეგ ჩვენმა მეზობლებმა კინაღამ უდიდესი სენსაცია მოახდინეს, როცა აშშ-ის ნაკრებთან თამაში ოვერტაიმში გადაიყვანეს, თუმცა ერთი ქულით დამარცხდნენ (92:93), ამასთან, ბოლო წამებზე ზედიზედ 4 საჯარიმო ტყორცნა ვერ გამოიყენეს.

ახლა, ამ ჯგუფიდან შემდგომ ეტაპზე ამერიკელები და ჩეხები გავლენ.

0.113755