ჩოგბურთი

14:26 | 5.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

ნადალი 33-ჯერ გავიდა „დიდი სლემის“ ტურნირის ნახევარფინალში

ესპანელმა ჩოგბურთელმა, რაფაელ ნადალმა, ამერიკის ღია პირველობის მეოთხედფინალში არგენტინელი დიეგო შვარცმანი დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა. ეს მისი 33-ე ნახევარფინალია კარიერაში „დიდი სლემის“ ტურნირებზე.

ნადალი 6-ჯერ იყო ავსტრალიის ღია პირველობის ნახევარფინალში, 12-ჯერ როლან გაროსის, 7-ჯერ უიმბლდონის და ახლა უკვე 8-ჯერ US Open-ის.

წინა წლებში, ის ნიუ იორკში 4-ჯერ გავიდა ფინალში და სამჯერ გაიმარჯვა. Australian Open-ზე მას 5 ფინალი უთამაშია და მხოლოდ ერთხელ მოუგია. უიმბლდონზე კი 5 ფინალი და 2 ტიტული.

ყველაზე იღბლიანი მისთვის როლან გაროსია. თუკი ის ნახევარფინალში გადიოდა, აუცილებლად იგებდა ტურნირს და ასე 12-ჯერ მოხდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.125021