ფეხბურთი

1:12 | 4.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ნაკრები მზადებას 25 ფეხბურთელით განაგრძობს

საქართველოს ეროვნული ნაკრები სექტემბრის მოახლოებული მატჩებისთვის აქტიურად ემზადება და სტამბოლში მეორე საწვრთნელი პროცესიც გაიმართა.

ეროვნულ ნაკრებს გამოძახებული ყველა ფეხბურთელი შეუერთდა და დღევანდელ ვარჯიშში ვლადიმირ ვაისის განკარგულებაში 25 ფეხბურთელი იყო. სოლომონ კვირკველია და დავით ხოჭოლავა კი მოგეხსენებათ, გუნდს ტრავმების გამო გამოაკლდნენ.

„ჯვაროსნები“ სამხრეთ კორეასთან მატჩისწინ გენერალურ ვარჯიშს „ბაშაკშეჰირის“ სტადიონზე გამართავენ, მანამდე კი „ათათურქის“ ოლიმპიურ არენაზე ემზადებოდნენ.

ვთქათ ისიც, რომ ჯაბა კანკავა ნაკრებს მხოლოდ აზიელებთან სპარინგში დაეხმარება, რადგან დანიასთან თამაშს დისკვალიფიკაციის გამო დააკლდება.

საქართველოსა და სამხრეთ კორეის შეხვედრა 5 სექტემბერს, თბილისის დროით 17:30 საათზე შედგება. მერე კი, „ჯვაროსნები“ თბილისში დაბრუნდებიან, სადაც 8 სექტემბერს, ევრო 2020-ის შესარჩევი ეტაპის ეგიდით დანიას დაუხვდებიან.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112472