სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ფეხბურთი

0:45 | 3.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ნაკრები მზადებას სტამბოლში შეუდგა: არასრული შემადგენლობა და დანაკლისი
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

საქართველოს ეროვნული ნაკრები მოახლოებული მატჩებისთვის შეიკრიბა და მზადების პროცესი ოფიციალურად დაიწყო. ვლადიმირ ვაისის გუნდი თურქეთის ქალაქ სტამბოლში შეიკრიბა და პირველი საწვრთნელი პროცესი „ათათურქის“ ოლიმპიურ სტადიონზე შედგა.

სფფ-ის პრესსამსახურის ცნობით, საწყის ვარჯიშში მხოლოდ 14 ფეხბურთელი მონაწილეობდა: გიორგი ლორია, ლაზარე კუპატაძე, ოთარ კაკაბაძე, გია გრიგალავა, ლაშა დვალი, ლევან ხარაბაძე, ჯაბა ჯიღაური, ჯიმი ტაბიძე, ჯაბა კანკავა, ვაკო გვილია, ხვიჩა კვარაცხელია, ზურიკო დავითაშვილი, ჯანო ანანიძე და გიორგი ქვილითაია.

კიდევ ოთხმა ფეხბურთელმა (გიორგი პაპუნაშვილი, გიორგი აბურჯანია, თორნიკე ოქრიაშვილი და მურთაზ დაუშვილი) ინდივიდუალურად ივარჯიშეს.

საგულისხმოა ისიც, რო ტრავმების გამო დანაკლისს სლოვაკი სპეციალისტის სამწვრთნელო შტაბი ამჯერადაც ვერ აცდა. სოლომონ კვირკველია და დავით ხოჭოლავა მოახლოებულ ორ შეხვედრაში ვერ ითამაშებენ. მიუხედავად ამისა, „შახტარის“ მცველი შეკრებაზე გუნდთან ერთად იმყოფება და მსუბუქად, ინდივიდუალური პროგრამით ემზადება.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები 5 სექტემბერს, სტამბოლში, „ბაშაქშეჰირის“ სტადიონზე სამხრეთ კორეასთან თბილისის დროით 17:30 საათზე ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს, სამი დღის მერე კი, ევრო 2020-ის შესარჩევი ეტაპის ეგიდით, თბილისში დანიას დაუხვდება.

ესეც ვლადიმირ ვაისის განკარგულებაში მყოფი 25 ფეხბურთელის სია ხსენებული ორი მატჩისთვის:

მეკარეები: გიორგი ლორია (ანორთოსისი, კვიპროსი), გიორგი მაკარიძე (ვიტორია, სეტუბალი, პორტუგალია), ლაზარე კუპატაძე (საბურთალო, თბილისი)

მცველები: ოთარ კაკაბაძე (ლუცერნი, შვეიცარია), გურამ კაშია (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), გია გრიგალავა (არსენალი, ტულა, რუსეთი) ლაშა დვალი (ფერენცვაროში, უნგრეთი), ლევან ხარაბაძე (ციურიხი, შვეიცარია), ჯაბა ჯიღაური (დინამო, ბათუმი), ჯიმი ტაბიძე (უფა, რუსეთი)

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (ტობოლი, ყაზახეთი), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), ვაკო გვილია (ლეგია, პოლონეთი), საბა ლობჟანიძე (რანდერსი, დანია), ვახტანგ ჭანტურიშვილი (ზლინი, ჩეხეთი), გიორგი პაპუნაშვილი (სარაგოსა, ესპანეთი), ხვიჩა კვარაცხელია, ზურიკო დავითაშვილი (ორივე რუბინი, ყაზანი, რუსეთი), გიორგი აბურჯანია (ტვენტე, ჰოლანდია), ჯანო ანანიძე (სპარტაკი, მოსკოვი, რუსეთი), თორნიკე ოქრიაშვილი, მურთაზ დაუშვილი (ორივე ანორთოსისი, კვიპროსი), ლევან შენგელია (ქონიასპორი, თურქეთი)

თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია (გენტი, ბელგია), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ)

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.099779
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X