ფეხბურთი

23:46 | 2.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

18-წლამდელები ბელგიას ესტუმრებიან

საქართველოს 18-წლამდე ნაკრები 6 და 8 სექტემბერს ორ ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს სტუმრად ბელგიასთან. ორივე შეხვედრა ქალაქ ტუბიცეში გაიმართება.

მთავარმა მწვრთნელმა გიორგი მიქაძემ უკვე შეარჩია იმ ფეხბურთელთა ვინაობა, რომლებიც ბელგიელებთან სათამაშოდ მოემზადებიან:

მეკარეები: ავთო კაპანაძე (ჩიხურა), ლაშა ტიტვინიძე (დილა);

მცველები: ირაკლი იაკობიძე (დინამო თბ), გიორგი შალიკაშვილი (დინამო თბ), სანდრო ტეფნაძე (ჩიხურა), ნიკა ხეცურიანი (მერანი თბ), ზურაბ ლატარია (საბურთალო);

ნახევარმცველები: ლაშა კვარაცხელია (დინამო თბ), საბა მამაცაშვილი (საბურთალო), ნიკა ტალახაძე (საბურთალო), ანდრია დევდარიანი (ტორპედო), ლევან ოსიყმაშვილი (დინამო თბ), დავით ზურაბიანი (დინამო თბ), თორნიკე მორჩილაძე (დინამო თბ), დიმიტრი ფაჩულია (საბურთალო), შალვა ოგბაიძე (მაგდებურგი, გერმანია), ცოტნე ბენდიანიშვილი (კორტრაიკი, ბელგია);

თავდამსხმელები: გია აფხაზავა (დინამო ბთ), ნიკა კონიაშვილი (ლოკომოტივი), გიორგი ომარაშვილი (დინამო თბ).

GFF.GE

0.111632