ფეხბურთი

22:43 | 2.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

დავით ყიფიანის სახელობის საფეხბურთო ტურნირი კახში

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მხარდაჭერით აზერბაიჯანში, ქართველებით კომპაქტურად დასახლებულ კახის რაიონში უკვე ტრადიციად ქცეული, დავით ყიფიანის სახელობის საფეხბურთო ჩემპიონატი გაიმართა. ვეტერანი სპორტსმენებისგან შემდგარი საორგანიზაციო კომიტეტისა და ორგანიზაცია "ჰერეთის" სახლის ორგანიზებით ტურნირი წელს 23-ედ გაიმართა.

წლევანდელ გათამაშებაში კახის რაიონის 10 გუნდი მონაწილეობდა. ტურნირის ფინალური შეხვედრა პირველ სექტემბერს გაიმართა, უძლიერესის ტიტულისთვის ერთმანეთს ალათემურისა და მებაშის გუნდები დაუპირისპირდნენ. დაძაბული მატჩი სოფელ ალათემურის საფეხბურთო გუნდის გამარჯვებით დასრულდა.

ფინალური შეხვედრის დასრულების შემდეგ დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა. ტურნირის მონაწილე გუნდებსა და გამორჩეულ მოთამაშეებს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისგან სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.

GFF.GE

0.117846