ჩოგბურთი

21:52 | 1.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

ფედერერმა გოფინი გაანადგურა

დიდი სლემის 20-გზის ჩემპიონი 28 წლის როჯერი ფედერერი ამერიკის ღია პირველობაზე წინ მიიწევს.

როჯერმა დავიდ გოფინი მოულოდნელად 6:2, 6:2, 6:0 გაანადგურა. შეხვედრა საათსა და 21 წუთს გაგრძელდა. როჯერს 34 ქულა აქტიურით თამაშით ჰქონდა აღებული, ხოლო ბელგიელს მხოლოდ რვა. შვეიცარიელი აგრესიულად თამაშობდა და გოფინმა ვერაფერი გაახერხა.

1/4-ფინალში როჯერის მეტოქე დიმიტროვი - დე მინაურს შორის საუკეთესო იქნება.

როჯერს ამერიკის ღია პირველობა ხუთჯერ აქვს მოგებული.

0.145041