ისტორია

8:27 | 31.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

31 აგვისტო მსოფლიო სპორტის ისტორიაში

2011. ლიტვაში სტარტი აიღო ევროპის საკალათბურთო ჩემპიონატმა. საქართველოს ნაკრებმა სასტარტო მატჩში ბელგიას 81:59 მოუგო. საქართველო: სასტარტო ხუთეული: ვლადიმერ ბოისა (19 წთ, 10),ზაზა ფაჩულია (21წთ, 16), გიორგი ცინცაძე (32წთ, 8), მანუჩარ მარკოიშვილი (32წთ, 5), ვიქტორ სანიკიძე (25წთ, 13, 11). შემცვლელები: გიორგი გამყრელიძე (3წთ, 1), ანატოლი ბოისა (2წთ, 2), გიორგი შერმადინი (19წთ, 7), ლაშა ფარღალავა (2წთ), მარკუს ჰეინსი (14წთ, 4), თორნიკე შენგელია (15წთ, 13),ნიკა ცქიტიშვილი (17წთ, 2). გუნდს იგორ კოკოშკოვი წვრთიდა.

მნიშვნელოვანი ფაქტები

1881. ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ ნიუპორტში ჩოგბურთში აშშ-ის ღია პირველობის ერთეულთა თანრიგის ტურნირის პირველი შეხვედრა ჩატარდა.

1905. ჩოგბურთში აშშ-ის ღია პირველობის მამაკაცთა ტურნირის ფინალში, ბილ რაიტმა ჰოლკომბ უორდი 6:2, 6:1, 11:9 დაამარცხა და შეჯიბრების რიგით ოცდამეხუთე ჩემპიონი გახდა.

1905. ფიფას მცდელობა მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ჩატარების თაობაზე უშედეგოდ დასრულდა. ამ დღეს ტურნირზე მონაწილე კლუბების მსურველთა განაცხადის მიღების ვადა ამოიწურა, რის შემდეგაც გაირკვა, რომ... პლანეტის პირველობაზე თამაშის სურვილი არც ერთ გუნდს არ გასჩენია. კლუბების ხელმძღვანელებმა უარის მიზეზად ფინანსური შეჭირვება დაასახელეს.

1913. ჰოლანდიის ქალაქ ეინდჰოვენში დაარსდა საფეხბურთო კლუბი პსვ. კლუბის დაარსება ნაპოლეონის არმიაზე გამარჯვების 100 წლის იუბილეს დაამთხვიეს. პსვ ჰოლანდიის 21-გზის ჩემპიონია (უკანასკნელად გუნდი ჰოლანდიის პირველობის გამარჯვებული 2008 წელს გახდა), რვაჯერ ფლობდა ქვეყნის თასს და სუპერთასს. ეინდჰოვენელები 1988 წელს ჩემპიონთა თასს, ხოლო 1978 წელს უეფას თასს დაეუფლნენ. სხვადასხვა დროს გუნდის ღირსებას რუუდ გულიტი, რომარიო, რონალდო, რენე და ვილი ვან დერ კერკჰოფები, ერიკ გერეტსი, რუდ ვან ნისტელროი იცავდნენ, ხოლო პსვ-სთვის ტრიუმფალურ 1988 წელს, გუნდს გუს ჰიდინკი წვრთნიდა. პსვ ასპარეზობს “ფილიპსის” სტადიონზე, რომელიც 35 100 მაყურებელს იტევს.

1924. ფინელმა სტაიერმა პაავო ნურმიმ 10 ათას მეტრზე რბენაში მსოფლიოს რეკორდი დაამყარა (30:06,2).

1959. ჩოგბურთში დევისის თასის 48-ე გათამაშების ფინალში, ავსტრალიის ეროვნულმა გუნდმა აშშ-ის ნაკრებს 3:2 მოუგო. მატჩი ნიუ იორკში ჩატარდა.

1969. ავიაკატასტროფაში დაიღუპა როკი მარჩიანო.

1972. ფინელმა სტაიერმა ლასე ვირენმა მიუნხენის ოლიმპიადაზე 10 ათას მეტრზე რბენაში მსოფლიოსა და ევროპის რეკორდები დაამყარა (27:38.4).

1972. საბჭოთა სპორტულმა ტანმოვარჯიშე ლუდმილა ტურიშჩევამ მიუნხენის ოლიმპიადაზე მრავალჭიდი მოიგო.

1975. თბილისის “დინამომ” საერთაშორისო ამხანაგურ მატჩში, “ტრაბზონსპორთან” 0:1 წააგო. მატჩი თბილისში ჩატარდა. “დინამო”: გოგია, მუჯირი, ძოძუაშვილი, ებრალიძე, ხიზანიშვილი, კოპალეიშვილი, გ. მაჩაიძე, ქორიძე, გუცაევი, მ. მაჩაიძე, წერეთელი. გუნდს მიხაილ იაკუშინი წვრთნიდა.

1976. პოლონელმა სტაიერმა ვოლდემარ ცირპინსკიმ, მეთვრამეტე ოლიმპიური მარათონი მოიგო (2:09,55).

1980. თბილისის “დინამომ” კადისის ოთხთა ტურნირის მატჩში მესამე ადგილისთვის ადგილობრივ “კადისთან” 1:1 ითამაშა და მატჩისშემდგომი პენალტების სერიაში 4:1 მოიგო. ძირითად დროში თბილისელთაგან გოლი რევაზ ჩელებაძემ გაიტანა. “დინამო”: გაბელია, მუჯირი, ჭილაია, ხინჩაგაშვილი, თავაძე, დარასელია, მინაშვილი (კაკილაშვილი), ჟვანია (ცაავა), ჩელებაძე, ყიფიანი, შენგელია (ჯოხაძე). “დინამოს” ნოდარ ახალკაცი წვრთნიდა.

1981. თბილისის “დინამომ” მადრიდის საერთაშორისო ტურნირის ნახევარფინალში ადგილობრივ “რეალთან” 2:4 წააგო. პირველ ტაიმში “დინამო” 1:0 იგებდა, შესვენების შემდეგ კი, დავით ყიფიანს მადრიდელმა ანხელმა ფეხი მოტეხა. ქართველთაგან ორივე გოლი რამაზ შენგელიამ გაიტანა. “დინამო”: გაბელია, ხიზანიშვილი, ჩივაძე, ხინჩაგაშვილი, თავაძე, დარასელია, სვანაძე, კაკილაშვილი (ჟვანია), ყიფიანი (ანდღულაძე), გუცაევი, შენგელია. “დინამოს” ნოდარ ახალკაცი წვრთნიდა.

1998. ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე გახმაურებული ავტოგოლი გაიტანეს. “თაიგერ ქაფის” (სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის საფეხბურთო ტურნირი) ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩის უკანასკნელ წუთზე ინდონეზიელმა მერსიიდ ეფენდიმ დემონსტრაციულად დაარტყა ბურთი საკუთარი ნაკრების კარის მიმართულებით და ავტოგოლი მიითვალა. იმ დღეს ინდონეზია ტაილანდს ხვებოდა. ორივე გუნდს ნახევარფინალში გასვლა გარანტირებული ჰქონდა, მაგრამ ჯგუფში პირველი ადგილის დაკავება არც ერთს სურდა, რადგანაც ამ შემთხვევაში მათთვის უხერხულ მეტოქესთან, ვიეტნამთან მოუწევდათ შეხვედრა. ორივე მათგანს სინგაპურთან სურდა ნახევარფინალში შებმა. საბოლოოდ ინდონეზია მეორე ადგილზე გავიდა, ნახევარფინალში სინგაპურს შეხვდა და 1:2 დამარცხდა. მერსიიდ ეფენდის კი ფიფამ სამუდამო დისკვალიფიკაცია მიუსაჯა.

2004. “მანჩესტერ იუნაიტედმა” “ევერტონისგან” 27 მილიონ გირვანქად უეინ რუნი შეიძინა. ეს ტრანსფერი ბრიტანულ ფეხბურთში ყველაზე ძვირადღირებულ გარიგებებს შორის ფინანსური ოდენობით მეორე იყო.

2005. საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების მცველი, ზურაბ ხიზანისვილი, ინგლისური პრემიერლიგის კლუბ “ბლექბერნ როვერსში” გადავიდა.

2006. კაპიტალური რემონტის შემდეგ გაიხსნა ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნული სტადიონი.

2010. თურქეთში მიმდინარე მსოფლიოს საკალათბურთო პირველობაზე, ჯგუფური ეტაპის მატჩში ლიტვამ პლანეტისა და ევროპის მოქმედ ჩემპიონ ესპანეთს 76:73 სძლია.

2011. ლიტვაში სტარტი აიღო ევროპის საკალათბურთო ჩემპიონატმა. საქართველოსნაკრებმასასტარტომატჩში ბელგიას 81:59 მოუგო. საქართველო: სასტარტო ხუთეული: ვლადიმერ ბოისა(19 წთ, 10),ზაზაფაჩულია (21წთ, 16), გიორგი ცინცაძე (32წთ, 8), მანუჩარმარკოიშვილი(32წთ, 5), ვიქტორსანიკიძე(25წთ, 13, 11). შემცვლელები: გიორგი გამყრელიძე (3წთ, 1), ანატოლი ბოისა(2წთ, 2),გიორგიშერმადინი (19წთ, 7), ლაშა ფარღალავა (2წთ), მარკუს ჰეინსი (14წთ, 4), თორნიკეშენგელია(15წთ, 13),ნიკა ცქიტიშვილი (17წთ, 2). გუნდს იგორ კოკოშკოვი წვრთიდა.

ამ დღეს დაიბადნენ

1909. იოჟეფ კოშტალეკი. გასული საუკუნის 30-იან წლებში ჩეხოსლოვაკიის საფეხბურთო ნაკრების ნახევარმცველი. მსოფლიოს 1934 წლის ჩემპიონატის ფინალისტი. ეხოსლოვაკიის ნაკრებში ჩაატარა 43 მატჩი, გაიტანა 2 გოლი. ჩეხოსლოვაკიის სამგზის ჩემპიონი.

1931. ჟან ბელივო. ლეგენდარული კანადელი ჰოკეისტი. “მონრეალ კანადიენსის” შემადგენლობაში ასპარეზობისას მოგებული აქვს “სტენლის თასი.”

1938. გალინა გოროხოვა. საბჭოთა მოფარიკავე. გუნდურ ასპარეზობებში 1960, 1968, 1972 წლების ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი. 1964 წელს მოიპოვა ვერცხლის მედალი. 1972 წლის მიუნხენის ოლიმპიადაზე პირად ასპარეზობაში მოიპოვა ბრინჯაოს მედალი. მსოფლიოს პირველობების მრავალგზის გამარჯვებული.

1947. ლუკა დი მონძემელო. იტალიელი ბიზნესმენი. კონცერნების “ფერარისა” და “ფიატის” ხელმძღვანელი. 2008 წლის 29 ივლისს დააარსა ფორმულა1-ის გუნდების ასოციაცია (FOTA).

1955. ედვინ კორლი მოზესი. ამერიკელი მძლეოსანი. 400 მეტრზე თარჯრბენში 1977-78 წლებში სტარტი აიღო 122 გარბენში და ყველა მათგანში ფინიშთან პირველი მიიჭრა. 1976 და 1984 წლების ოლიმპიური ჩემპიონი. დამყარებული აქვს მსოფლიოს მრავალი რეკორდი. 1983 წელს, მისი მაჩვენებელი 47,02 წამი იყო.

1963. სონი სილოი. ჰოლანდიის ნაკრებისა და ამსტერდამის “აიაქსის” მცველი. ამსტერდამელთა შემადგენლობაში გამოსვლისას მოგებული აქვს თასებისა და უეფას თასები, ევროპის სუპერთასი. ჰოლანდიის ექვსგზის ჩემპიონი და თასის სამგზის მფლობელი. ორჯერ მოიგო ქვეყნის სუპერთასი.

1966. იგორ სკლიაროვი. საბჭოთა კავშირის ნაკრების, როსტოვის სკას და მოსკოვის “დინამოს” მცველი. 1988 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი. საფეხბურთო კარიერა მძიმე ტრავმის გამო შეწყვიტა. ამჟამად ცხოვრობს აშშ-ში.

1966. ლუბოსლავ პენევი. ბულგარეთის ნაკრების, სოფიის ცსკასა და მადრიდის “ატლეტიკოს” ფორვარდი. მსოფლიოს 1994 წლის ჩემპიონატის ნახევარფინალისტი. 1998 წლის მუნდიალის მონაწილე. ბულგარეთის ნაკრებში ჩაატარა 63 მატჩი, გაიტანა 13 გოლი. ბულგარეთის სამგზის ჩემპიონი და თასის მფლობელი. ესპანეთის ჩემპიონი. 1988 წელს დაასახელეს ბულგარეთის საუკეთესო ფეხბურთელად.

1968. გლენროი ჯილბერტი. კანადელი მძლეოსანი. 100 მეტრზე ესტაფეტით რბენაში 1996 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი.

1982. პეპე რეინა (ხოსე მანუელ რეინა პაესი). ესპანეთის ნაკრების, “ბარსელონას” (2000-02), “ვილიარეალის” (2002-05) და “ლივერპულის” (2005 წლიდან) მეკარე. Mმსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონი. ევროპის 2008 წლის ჩემპიონი. 1999 წელს 17 წლამდელთა ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონი გახდა. ესპანეთის ეროვნულ გუნდში ჩაატარა 20 მატჩი. “ვილიარეალის” შემადგენლობაში 2004 და 2005 წლებში დაეუფლა ინტერტოტოს თასს. “ლივერპულის ”რიგებში გამოსვლისას 2005 წელს მოიგო ევროპის სუპერთასი. 2006 წელს დაეუფლა ინგლისის საფეხბურთო ასოციაციისა და ქვეყნის სუპერთასს. ჩემპიონთა ლიგის ფინალისტი (2007).

0.139826