ფეხბურთი

0:53 | 31.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

"ნიცამ" უნასი დაიმატა

ალჟირის ეროვნული ნაკრების და "ნაპოლის' შემტევი ადამ უნასი 2018/19 წლების სეზონს იჯარის წესით "ნიცაში" გაატარებს. აღნიშნული ინფორმაცია ფრანგული კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა. ფრანგებმა იჯარაში 2.5 მილიონი ევრო გადაიხადეს და გამოსყიდვის უფლებაც დაიტოვეს.

უნასი "ნაპოლიმ" 2017 წელს "ბორდოდან" 12 მილიონ ევროს სანაცვლოდ დაიმატა. გასულ ორ სეზონში ადამმა 39 მატჩი ჩაატარა და ხუთი გოლი გაიტანა. მიმდინარე წლის ზაფხულში უნასი ალჟირის ნაკრებთან ერთად აფრიკის ჩემპიონი გახდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.121833