ფეხბურთი

9:05 | 29.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

„ნაპოლის“ იკარდის ყიდვა პარასკევამდე სურს

იტალიური „ნაპოლი“ ჯერ კიდევ ცდილობს „ინტერის“ შემტევის, მაურო იკარდის გადაბირებას, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე, ანუ 2 სექტემბრამდე - გვამცნობს Sky Sport Italia.

ნეაპოლური კლუბი იკარდის პასუხს პარასკევამდე დაელოდება და თუ მოლაპარაკება ვერ მოხერხდა, ალტერნატიულ ვარიანტად „ტოტენჰემის“ ყოფილ თავდამსხმელს, ფერნანდო ლიორენტეს განიხილავენ, რომელიც ამჟამად თავისუფალი აგენტია.

იკარდის, „ინტერის“ გარდა „სამპდორიაშიც“ უთამაშია. 2013 წლიდან კი არგენტინის ნაკრებშიც იწვევდნენ. ის ორჯერ გახდა სერია A-ს საუკეთესო მეგოლე.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.10285