ფეხბურთი

23:20 | 28.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

"ბოლტონ უონდერერსი" გადარჩა

ინგლისური „ბოლტონ უონდერერსი“ გაუქმებას გადაურჩა. როგორც კლუბის ვებგვერდი ოფიციალურად იტყობინება, ხელშეკრულება გაფორმდა კომპანია Football Ventures Limited-თან, რომელიც ფინანსურ პრობლემებს მოაგვარებს.

„ბოლტონს“ ხსენებული პრობლემის გამო პროფესიონალებიდან მოხსნა ემუქრებოდა. იგნლისის საფეხბურთო ლიგამ ორკვირიანი ვადა მისცა, რომ ახალი მფლობელი მოეძებნა. გუნდმა ეს ამოცანა დროულად გადაჭრა.

„ბოლტონ უონდერერსი“ 1874 წელს დაარსდა, 4-ჯერ მოიგო ინგლისის ასოციაციის თასი და გარდა ამისა, მოიგო ქვეყნის სუპერთასიც.

მიმდინარე საუკუნის დასაწყისში კი, პრემიერლიგის მუდმივი ბინადარიც იყო, რომელიც 2012 წელს დატოვა. აღსანიშნავია, რომ „ბოლტონი“ 12 გუნდიდან ერთ-ერთია, რომლებმაც უძველესი საფეხბურთო ლიგა დაარსეს. მიმდინარე სეზონში ინგლისური გუნდი რანგით მესამე დივიზიონში თამაშობს, სადაც 4 ტურის შემდეგ -11 ქულა აქვს, რადგან სეზონი 12 დაკლებული ქულით დაიწყო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.108659