სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ფეხბურთი

3:25 | 26.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

აჩრდილები
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

შაბათს დაწყებული იტალიის სერია A კვირას 7 მატჩით გაგრძელდა. პაულუ ფონსეკასა და მარკო ჯამპაოლოს წარუმატებელი დებიუტები, „ბრეშას“ დიდებული დაბრუნება, ჩირო იმმობილეს საიუბილეო გოლი და რაც მთავარია, სინიშა მიხაილოვიჩის გმირობა.

ყველაზე დიდ ინტერესს კი „მილანის“ ხილვა იწვევდა, რადგან მარკო ჯამპაოლო ლომბარდიაში ახალ გუნდს აყალიბებს. თუმცა, როგორც ჩანს, ჯერჯერობით, მხოლოდ ძიების პროცესშია, რადგან „როსონერის“ სასტარტო შემადგენლობაში ვერცერთი ახალწვეული მოხვდა. ჯამპაოლომ მხოლოდ ტაქტიკა შეცვალა და ნამატჩევს თქვა, რომ შეცდა, რადგან 4-3-1-2 სქემისთვის მისი გუნდის თავდამსხმელები მზად არ არიან და ახლა ისევ 4-3-3-ს ვცდითო. სანამ პატივცემული მარკო გაერკვევა, რა, როგორ უნდა გააკეთოს, იქამდე „მილანის“ გულშემატკივრებისთვის სეზონი მორიგი იმედგაცრუებით დაიწყო. უდინეში, შავ-წითლებმა საშინელი ფეხბურთი აჩვენეს, ფეხბურთელები მოედანზე აჩრდილებივით დადოდნენ და კი მართალია, ბოლოსკენ პენალტი არ დაუნიშნეს, მაგრამ ეს არ ამართლებს იმ თამაშს, რომელიც ჯამპაოლოს გუნდმა „ფრიულიზე“ აჩვენა - 0 დარტყმა კარის ჩარჩოში. ეს ხომ ყოველგვარდ ზღვარს ცდება?! ფორმიდან ამოვარდნილია კშიშტოფ პიონტეკი, რომელსაც არც პრესეზონის მატჩების დროს გაუტანია გოლი და ახლაც, სადღაც სხვაგან იყო. „უდინეზემ“ კი გამარჯვება დაიმსახურა და ერთადერთი გოლი როდრიგო ბეკაომ გაიტანა. ბრაზილიელს დებიუტი ჰქონდა ახალ გუნდში, შარშან ცსკა-ს ღირსებას იცავდა და სხვათა შორის, ერთი წლის წინ რუსეთის სუპერთასზე სოლომონ კვირკველია მასთან ჩხუბის გამო გააძევეს. ახლა, ბეკაო სერია A-ში ირჯება, ქართველი კვლავ „ლოკომოტივშია“ და თან სასტარტოში ადგილიც დაკარგა... გადახვევა იქეთ იყოს და ფაქტია, „მილანში“ ძველი პრობლემები დარჩენილია და გამოსავალიც არსაიდან ჩანს. ცნობისთვის, იტალიურმა გრანდმა ბოლო რვა სეზონში მეხუთედ წააგო სასტარტო შეხვედრა.

პაულუ ფონსეკას არ ჰქონია მთლად ხეირიანი დებიუტი „რომას“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე. პორტუგალიელი მთელი ზაფხულია გაიძახის, ხარისხიანი ცენტრალური მცველი მჭირდებაო, მაგრამ ყურად არავინ იღო და თურმე მართალი ყოფილა. „ჯალოროსის“ დაცვის ხაზს არ შეიძლეა დაცვა ეწოდოს. „ჯენოამ“ რომში ის გააკეთა, რაც მოესურვებოდა. არადა, „რომას“ შეტევაში არაფერი დაეწუნობოდა, სამჯერ უგებდა გენუურ გუნდს, მაგრამ მცველების ამაზრზენი გარჯის გამო სამჯერვე გაუშვა უპირატესობა ხელიდან და ფრეს დასჯერდა. ფონსეკამ თამაშის შემდეგ აღნიშნა, რომ არ შეიძლება სამი გოლი გაუშვა და თამაში მოიგო. იქვე დასძინა, მერამდენედ გაიმეორა - მცველი მჭირდებაო. როგორც ამბობენ, რომაელები ტურინის „იუვენტუსთან“ დანიელე რუგანის იჯარით გადაბირებაზე მუშაობენ. „იუვესაც“ დაცვის ცენტრში ისეთი კონკურენცია აქვს, რუგანის გაშვება (თანაც იჯარით) ახლა მისთვის დიდი პრობლემა არ უნდა იყოს. მოკლედ, „რომამაც“ ძველი პრობლემებით დაიწყო, მაგრამ ეს მხოლოდ სეზონის დასაწყისია.

თუ „რომამ“ ვერაფერი გაახერხა, მისმა თანაქალაქელმა და მტერმა „ლაციომ“ მეორე გენუური გუნდი „სამპდორია“ მისსავე მოედანზე გაანადგურა. სხვათა შორის, „რომას“ დაცვის ხაზის მოქმედება არაფერი იყო იმასთან, რასაც „სამპას“ მცველები აკეთებდნენ. „ლაციომ“ სამი უპასუხო გოლი ხომ გაიტანა და ორი ამდენის გატანა კიდევ შეეძლო. მეტწილად ჩირო იმმობილეს და ყველა დაცვაში არსებული უფსკრულის გამო. არადა, იმმობოლემ დუბლი მაინც გაიფორმა და იტალიის ელიტარულ ლიგაში უკვე 100 გოლიც დაუგროვდა. მომდევნო ტურში დიდი მატჩია, „ლაციო“ – „რომა“...

ბერგამოს „ატალანტამ“ „სპალთან“ მატჩი საშინლად დაიწყო და ორი გოლი თავიდანვე გაუშვა. ანტრაქტამდე ჯამპიერო გასპერინის გუნდმა ერთი ბურთი გაქვითა, მერე კი საქმეში ცვლილებაზე შესული ლუის მურიელი ჩაერთო. კოლუმბიელმა დებიუტი დუბლით და ერთმანეთზე უკეთესი გოლებით აღნიშნა და მის გუნდს 3:2 მოაგებინა.

სინიშა მიხაილოვიჩმა საავადმყოფო 40 დღის მერე დატოვა, რომ თავისი გუნდისთვის ეხელმძღვანელა. სერბი ლეიკემიას გმირულად ებრძვის და საფეხბურთო სამყარო განურჩევლად გემოვნებისა, გვერდში უდგას. მისი „ბოლონია“ კი „ვერონას“ დაუზავდა. არადა, მე-13 წუთზე სტუმრებმა რიცხობრივი უპირატესობა მიიღეს, თან გოლიც გაიტანეს, მაგრამ რად გინდა, სოლიდური უპირატესობა ქარს გაატანეს. „ვერონა“ კი ელიტაში ქულით დაბრუნდა.

„ტორინომ“ სიმონე ძაძას დუბლით „სასუოლოს“ ძლევა მოახერხა. ამას ფორვარდის გარდა მეკარე სალვატორე სირიგუსაც უნდა უმადლოდეს, რომელმაც არაერთხელ გადაარჩინა გუნდი გაშვებულ გოლს. „ბრეშა“ კი 8-წლიანი პაუზის მერე გამარჯვებით დაბრუნდა. ლომბარდიელთა მეტოქე სარდიანიაზე „კალიარი“ იყო, რომელიც მიმდინარე ზაფხულს გვარიანად გაძლიერდა, მაგრამ ეუჯენიო კორინის გუნდთან ვერაფერი გააწყო. მეორე ტაიმის დასაწყისში ალფრედო დონარუმას პენალტით „ბრეშამ“ მოგებით დაიწყო. სხვათა შორის, დონარუმა 1997 წლის შემდეგ „ბრეშას“ პირველი ფეხბურთელია, რომელმაც სერია A-ში დებიუტი გოლით აღნიშნა. მაშინ იგივე გამორჩეულმა დარიო უბნერმა გააკეთა. ბარემ ვთქვათ, რომ არ უთამაშია მარიო ბალოტელის, რომელიც ჯერ დისკვალიფიცირებულია.

პირველი ტური ორშაბათს „ინტერისა“ და „ლეჩეს“ დაპირისპირებით დასრულდება. ანტონიო კონტეს დებიუტის მოლოდნში მთელი იტაალია და საინტერესოა ახალი „ნერაძურის“ ხილვაც.

და მაინც, როგორც ადგილობრივებმა თქვეს, პირველ ტურს ერთადერთი გამარჯვებული ჰყავდა - სინიშა მიხაილოვიჩი.

„უდინეზე“ – „მილანი“ 1:0 (0:0)

გოლი: 1:0 ბეკაო (72)

„რომა“ – „ჯენოა“ 3:3 (2:2)

გოლები: 1:0 ჯენგიზ იუნდერი (6), 1:1 პინამონტი (16), 2:1 ჯეკო (30), 2:2 კრიშიტო (43, პენ), 3:2 კოლაროვი (49), 3:3 კუამე (70)

„კალიარი“ – „ბრეშა“ 0:1 (0:0)

გოლი: 0:1 დონარუმა (54, პენ)

„ტორინო“ – „სასუოლო“ 2:1 (1:0)

გოლები: 1:0 ძაძა (14), 2:1 ძაძა (55), 2:1 კაპუტო (69)

„ვერონა“ – „ბოლონია“ 1:1 (1:1)

გოლები: 0:1 სანსონე (15, პენ), 1:1 ველოზუ (37)

„სპალი“ – „ატალანტა“ 2:3 (2:1)

გოლები: 1:0 დი ფრანჩესკო (6), 2:0 პეტანია (26), 2:1 გოსენსი (34), 2:2 მურიელი (70), 2:3 მურიელი (76)

„სამპდორია“ – „ლაციო“ 0:3 (0:1)

გოლები: 0:1 იმმობილე (37), 0:2 კორეა (56), 0:3 იმმობილე (62)

თეგებისერია A
სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
0.53704
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X