სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ფეხბურთი

14:45 | 25.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

გაკვირვებული დე ლიხტი: "სათადარიგო სკამზე ყოფნა მოულოდნელი იყო"
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

ტურინის „იუვენტუსის“ მცველი მატიას დე ლიხტი გაკვირკვებულია, რომ სეზონის პირველ შეხვედრაში თამაშის შესაძლებლობა არ მიეცა. „პარმასთან“ (1:0) მოგებულ მატჩში „ბებერი ქალბატონის“ დაცვის ცენტრში ძველი გვარდია, ჯორჯო კიელინი და ლეონარდო ბონუჩი ირჯებოდა, ხოლო დე ლიხტი 90 წუთი თადარიგში დარჩა.

არადა, 20 წლის ჰოლანდიელისთვის „იუვემ“ ზაფხულში ბევრი იბრძოლა და 75 მილიონი ევროც გადაიხადა. ბუნებრივია, ეს ჯერ მხოლოდ სეზონის დასაწყისია და დე ლიხტს აუცილებლად მიეცემა თავის გამოჩენის არაერთი შანსი, მაგრამ მატჩის შემდეგ მისი კომენტარი ასეთი იყო:

„ცხადია, მირჩევნია ვითამაშო. ვარჯიშებზე ბოლომდე ვიხარჯებოდი და ამიტომაც, ჩემთვის მოულოდნელი იყო სათადარიგო სკამზე ყოფნა. მიუხედავად ამისა, რა თქმა უნდა, მწვრთნელის გადაწყვეტილებას პატივს ვცემ.

რეალისტი უნდა ვიყო. ბონუჩი-კიელინის დუეტი წლების განმავლობაში მსოფლიოში საუკეთესოდ განიხილებოდა, მე კი, იტალიაში ჯერ მხოლოდ ადაპტაციის პერიოდს გავდივარ. ძირითად შემადგენლობაში ადგილი სეზონის განმავლობაში უნდა მოვიპოვო.

იტალიაში დაცვითი თამაშის დროს სულ სხვა მოთხოვნებია, ვიდრე „აიაქსში“ იყო. ფიზიკურად განსაკუთრებით რთულია, მაგრამ ვგრძნობ, რომ უფრო ძლიერი ვხდები. საფეხბურთო ტერმინები ვიცი, მაგრამ ძალიან მინდა იტალიური ენა დავხვეწო. სასწავლო კურსებზე კვირაში ხუთჯერ დავდივარ, რომელიც კარგად მიმდინარეობს“, - აღნიშნა დე ლიხტმა.

შეგახსენებთ, სერია A-ს პირველ ტურში ტურინის „იუვენტუსმა“ „პარმა“ ჯორჯო კიელინის ერთადერთი გოლით დაამარცხა.

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
0.116861
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X