სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ფეხბურთი

3:03 | 25.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

სერია A ჩვეული სცენარით დაბრუნდა
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

იტალიის სერია A-ს 2019-2020 წლების სეზონი დაიწყო. დაიწყო ძველი სცენარით - „იუვენტუსის“ გამარჯვებით და არცთუ მომხიბლავი ფეხბურთით, „ნაპოლის“ ლამაზი თამაშით, თრილერით და პოლემიკით.

სეზონი პარმაში, „ენიო ტარდინიზე“ მოქმედი ჩემპიონის თამაშით გაიხსნა. ადვილი წარმოსადგენი იყო, რომ სეზონის პირველ გოლს სწორედ „იუვენტუსი“ გაიტანდა, მაგრამ ძნელად თუ ივარაუდებდა ვინმე, რომ სადებიუტო გოლს ჯორჯო კიელინი გაიტანდა. მაგრამ ასეა, ტურინელთა კაპიტანმა საჯარიმოში შექმნილი არეულობისას ფორვარდის ინსტიქტი გამოავლინა და 21-ე წუთზე საკუთარი გუნდი წინ გაიყვანა. მალე „იუვემ“ მეორეც გაიტანა. კრიშტიანუ რონალდუმ მოახერხა მეტოქის კარის ბადის შერხევა, მაგრამ ვიდეორეფერიმ გოლი გააუქმა. თამაშგარე მდგომარეობა მილიმეტრებით იყო და მსაჯებს გვარიანი მსჯელობა მოუწიათ ამ ეპიზოდზე. უნდა ვთქვათ, რომ მაურიციო სარის გუნდისგან თუ ვინმე ხიფათს ქმნიდა, ეს რონალდუ იყო, რომელსაც მხარს დუგლას კოშტა უბამდა. სხვა მხრივ, ეს იყო ახალი „იუვენტუსი“ ძველი სახით - თითქოს, მასიმილიანო ალეგრის ჩრდილი გუნდს ისევ დაჰყვება. თავად მაურიციო სარი კი პარმაში არ ყოფილა. ფილტვების ანთებით დაავადებული სარი მკურნალობას გადის და ტელევიზორით მოუწია შეგირდების ყურება. ასე იყო თუ ისე, „იუვენტუსმა“ სეზონი გამარჯვებით გახსნა.

სამაგიეროდ, მეტად ფეერიული ფეხბურთი იყო ფლორენციაში, „არტემიო ფრანკიზე“, სადაც „ფიორენტინამ“ „ნაპოლის“ უმასპინძლა. ნამატჩევს ვინჩენცო მონტელამ დრის მერტენს სიმულიანტი უწოდა და საფუძველი ჰქონდა. პირველი ტაიმის მიწურულს ბელგიელი მეტოქის საჯარიმოში გაიშხლართა, მაგრამ ისე, რომ არავინ შეხებია. მსაჯმა უმალ პენალტი დანიშნა და არც ვიდეორეფერს გადაუმოწმებია არაფერი - მოკლედ, „ფიორენტინა“ დაზარალდა. სწორედ ამ ეპიზოდს მოჰყვა დიდი მითქმა-მოთქმა და პოლემიკა - ეს იტალიელთა სტილია. იქამდე, სანამ მერტენსი სამსახიობო ნიჭს გამოავლენდა, გუნდებს გოლები გაცვლილი ჰქონდათ. ჯერ ერიკ პულგარმა პენალტით გახსნა ანგარიში, მერე იმავე მერტენსმა ულამაზესი გოლით გაათანაბრა.

მეორე ტაიმის 15-წუთიანი ინტერვალი კი სრული სიგიჟე იყო. ნიკოლა მილენკოვიჩმა გაათანაბრა, მაგრამ ხოსე კალეხონმა იქვე კვლავ დააწინაურა კარლო ანჩელოტის გუნდი. მერე მოედანზე კევინ პრინს ბოატენგი გამოჩნდა და განელმა დებიუტი გოლით აღნიშნა და ანგარიში ისევ გათანაბრდა - 3:3. „იებს“ სიხარული არ დასცალდათ, ორ წუთში კალეხონის პასით ინსინიემ დუბლი შეასრულა. სხვათა შორის, ლორენცოს კარიერაში პირველად მოხდა, რომ ერთ მატჩში 2 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასიც შეასრულა.

აქვე, შედგა ლეგენდარული ფრანკ რიბერის დებიუტიც. ფრანგს 10 წუთზე ოდნავ მეტი დაეთმო და ბევრი ვერაფერი მოასწრო, მაგრამ პენალტი ლამის მოიპოვა. ელშეიდ ჰისაი ფრანკს ხელზე გვარიანად ჩამოეკიდა, თუმცა, მსაჯმა ამ მომენტსაც არ დაუთმო დიდი ყურადღება და სადაო ეპიზოდი ისევ „ნაპოლის“ სასარგებლოდ განსაჯა. მერე თამაშიც დასრულდა - 4:3 ნეაპოლელთა სასარგებლოდ.

„პარმა“ – „იუვენტუსი“ 0:1 (0:1)

პარმა, „ენიო ტარდინი“

„პარმა“ (4-3-3): სეპე; ლაურინი, იაკოპონი, ბრუნო ალვეში, გალიოლო; ბარილა (კარამო 85), ბრუგმანი (გრასი 77), ერნანი; კულუსევსკი (სილიგარდი 57), ინგლეზე, ჟერვინიო

მწვრთნელი: რობერტო დ’ავერსა

„იუვენტუსი“ (4-3-3): შჩესნი; დე შილიო, ბონუჩი, კიელინი, ალექს სანდრო; ხედირა (რაბიო 63), პიანიჩი, მატუიდი; დუგლას კოშტა (კუადრადო 71), იგუაინი (ბერნარდესკი 83), რონალდუ

მწვრთნელი: ჯოვანი მარტუშიელო

გოლი: 0:1 კიელინი (21)

გაფრთხილება: კულუსევსკი (27), ერნანი (45) - ხედირა (53), ბერნარდესკი (88), პიანიჩი (90)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 5 (4) – 9 (4) ბურთის ფლობა: 38%-62% კუთხურები: 5:8 თამაშგარე: 3:2

მსაჯი: ფაბიო მარესკა

„ფიორენტინა“ – „ნაპოლი“ 3:4 (1:2)

გოლები: 1:0 პულგარი (9, პენ), 1:1 მერტენსი (38), 1:2 ინსინიე (43, პენ), 2:2 მილენკოვიჩი (52), 2:3 კალეხონი (56), 3:3 ბოატენგი (65), 3:4 ინსინიე (67)

თეგებისერია A
სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
0.259268
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X