ფეხბურთი

22:00 | 24.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

"ტორპედომ" წარუმატებელი სერია შეწყვიტა

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 25-ე ტურში გორის "დილამ" "ტორპედო" მიიღო და მატჩი ფრედ 2:2 დასრულდა. მატჩში ანგარიში შიდაქართლელებმა გახსნეს, მე-13 წუთზე ლევან ნონიკაშვილმა გამოიჩინა თავი. 25-ე და 45-ე წუთებზე თემურ ჩოგაძემ და რაფაელ ჩუკვურამ სტუმრები წინ გაიყვანეს, ხოლო მეორე ტაიმში გიორგი კუციამ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

ეროვნულ ლიგაში ქუთაისელებს ბოლო სამი მატჩი წაგებული ჰქონდათ. "ტორპედოს" 24 მატჩში 35 ქულა აქვს აღებული და მეხუთე ადგილზეა, ხოლო "დილა" 27 ქულით მერვე პოზიციაზე იმყოფება. მომდევნო მატჩს გორელები სტუმრად თბილისის "დინამოსთან" ჩაატარებენ, ხოლო "ტორპედო" "ვიტ ჯორჯიას" დაუხვდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.100444