ფეხბურთი

14:35 | 24.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

სერხიო რამოსმა კარიერის გამორჩეული მწვრთნელები დაასახელა

მადრიდის „რეალის“ კაპიტანმა სერხიო რამოსმა თავისი კარიერის გამორჩეული მწვრთნელები დაასახელა. ესპანელმა მცველმა ოთხი სპეციალისტი გამოჰყო, თუმცა მათ შორის ვერ მოხვდნენ ჟოზე მოურინიო და ვისენტე დელ ბოსკე.

„ჩემი კარიერის ყველაზე მნიშვნელოვანი მწვრთნელები? პირველ რიგში ხოაკინ კაპაროსი. ის იყო პირველი, ვინც საშუალება მომცა ესპანეთის ჩემპიონატში მეთამაშა და ჩემი ოცნება ამეხდინა. შემდეგ მოდის ლუის არაგონესი, რომელმაც ესპანეთის ნაკრებში მათამაშა. ბოლო წლებიდან კი კარლო ანჩელოტისა და ზინედინ ზიდანს გამოვყოფდი ჩემპიონთა ლიგაში შესანიშნავი გამოსვლისთვის“, - თქვა რამოსმა.

შეგახსენებთ, რომ სერხიო რამოსი „რეალის“ ღირსებას 2005 წლიდან იცავს, ხოლო მანამდე საფეხბურთო კარიერა მშობლიურ „სევილიაში“ დაიწყო.

0.111769