სხვა

14:49 | 23.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

ლოზანა-2020-ის ორგანიზატორთა გეგმები

ლოზანის 2020 წლის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების საორგანიზაციო კომიტეტმა ღონისძიებათა გეგმის ნაწილი გაასაჯაროვა.

გახსნის ცერემონიაზე, რომელიც შედგება 9 იანვარს ლოზანის Malley-ის ყინულის მოედანზე, ტრადიციისამებრ, წარმოდგენილი იქნება მასპინძელი ქვეყნის კულტურა და ისტორია. ამ წარმოდგენისას ოლიმპიურ ფიალაში დაინთება ოლიმპიური ცეცხლი და თამაშები გახსნილად გამოცხადდება. ორგანიზატორთა თქმით, მაყურებლებს არაერთი სიურპრიზი ელოდებათ. მედალოსანი სპორტსმენების დაჯილდოების ცერემონია ორ სცენაზე გაიმართება: უშუალოდ ლოზანის საასპარეზო არენებზე და ქალაქის ცენტრში - ფლონის რაიონში მოწყობილ საგანგებო მედალ-პლაზაზე. რაც შეეხება სენტ მორიცში გამართული შეჯიბრებების პრიზიორებს, მათ მედლებს იქვე გადასცემენ. სენტ მორიცი უმასპინძლებს ბობსლეისტთა, მოციგავეთა, სკელეტონისტთა და ციგურებით მორბენალთა ასპარეზობებს.

მედალოსანთა დაჯილდოვებისა და ჩემპიონის საპატივცემულოდ შესრულებული ეროვნული ჰიმნის შემდეგ, ათლეტებსა და გულშემატკივრებს ელით ვრცელი საკონცერტო პროგრამა.

ლოზანა-2020-ის ორგანიზატორთა პირობით, ზამთრის III ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების ლამაზი დასასრულის შემდეგ, როდესაც ჩაქრება ოლიმპიური ცეცხლი, სადღესასწაულო ატმოსფერო არ გაქრება - გულშემატკივართათვის ფლონში წვეულება მოეწყობა, ათლეტებისთვის კი ლოზანის პოლიტექნიკური სკოლის, SwissTech-ის კონფერენც-ცენტრში წარმოდგენილი იქნება მრავალფეროვანი შოუ-პროგრამა.

www.geonoc.org.ge

თეგებილოზანა 2020
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110538