ფეხბურთი

9:08 | 23.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

კუარეჟმა „ბეშიქთაშში“ რჩება

თურქული „ბეშიქთაშის“ თავდამსხმელმა, რიკარდუ კვარეჟმამ, თავის ინსტაგრამის გვერდზე დაწერა, რომ მისი კლუბიდან წასვლის ცნობები მართალი არ არის და ის სტამბოლში კონტრაქტის დასრულებამდე დარჩება, რომელსაც ვადა 2020 წლის ივნისში ეწურება.

„ტყუილია, თითქოს გუნდიდან წასვლას ვაპირებ. კონტრაქტი კიდევ ერთი წლის განმავლობაში მაქვს და გაისად ზაფხულამდე აქ დავრჩები. მინდა ჩემს გუნდს ჩემპიონობის მოპოვებაში დავეხმარო და გულშემატკივრები გავახარო. გეხვევით ყველას. „ბეშიქთაში“ ჩვენს გულებშია.“ - წერს 35 წლის პორტუგალიელი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119298