ფეხბურთი

20:14 | 22.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

"რეალმა" კუბო გაანათხოვრა

იაპონიის ეროვნული ნაკრების და მადრიდის "რეალის" შემტევი ნახევარმცველი, 18 წლის ტაკეფუსა კუბო მიმდინარე სეზონს იჯარის წესით "მალიორკაში" გაატარებს. აღნიშნული ინფორმაცია "კუნძულელების" ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.

"იაპონელ მესიდ" შერაცხული კუბო "რეალმა" მიმდინარე წლის ზაფხულში თავისუფალი აგენტის სტატუსით დაიმატა და ხუთწლიანი კონტრაქტი გაუფორმა. მანამდე ტაკეფუსა "ტოკიოს" რიგებში თამაშობდა და 30 მატჩში 6 გოლის გატანა შეძლოა. იაპონიის ეროვნულ ნაკრებში კუბოს დებიუტი ივნისში ჰქონდა და კოპა ამერიკაზეც ითამაშა.

სტატისტიკა
0.229742