ფეხბურთი

23:28 | 21.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ნაკრები PES 2020-ში იქნება

საქართველოს ეროვნული ნაკრები ცნობილ საფეხბურთო ვიდეოთამაშში PES 2020-ში იქნება. აღნიშნული ინფორმაცია ფეხბურთის ფედერაციის ვებგვერდმა ოფიციალურად დაადასტურა.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, Konami-სთან შეთანხმება შედგა და „ჯვაროსნებს“ ცნობილ ვიდეოთამაშში იხილავთ.

„მოხარულები ვართ, გამცნოთ Konami-სთან ახალი შეთანხმების შესახებ, რომლის თანახმადაც საქართველოს ეროვნულ ნაკრებს კომპანიის უახლეს საფეხბურთო ვიდეოთამაშ PES 2020-ში ვიხილავთ“, - წერს სფფ-ის ვებგვერდი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118013