ფეხბურთი

14:04 | 19.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

16 წლის ფეხბურთელის ბენეფისი ვარსკვლავურ პსჟ-სთან

საფრანგეთის ლიგა 1-ის მეორე ტურში „რენმა“ „პარი სენ ჟერმენს“ უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა. მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი კი 16 წლის ედუარდო კამავინგა გახდა.

„რენის“ მთავარმა მწვრთნელმა იულიენ სტეფენმა ანგოლელი ნახევარმცველი ძირითად შემადგენლობაში გაამწესა და თინეიჯერმა ფეხბურთელმა მეტოქის ნახევარდაცვის წინააღმდეგ (დრაქსლერი, ვერატი, მარკინიოსი) დიდებულად ითამაშა.

კამავინგა ბურთს 60-ჯერ შეეხო, პასების (40 გადაცემა ჯამში) 97.6% კი ზუსტი გამოდგა. 17-დან 10 დუელი მოიგო, რაც საუკეთესო შედეგი იყო შეხვედრაში, მის წინააღმდეგ 6-ჯერ დაჯარიმდნენ და ესეც ყველაზე მაღალი მაჩვენებელი გამოდგა.

48-ე წუთზე კი, დელ კასტილიოს გამარჯვების გოლში ლომის წილი დაიდო და საგოლე პასი მიითვალა. კამავინგამ მოედნის სიღრმიდან ბრწყინვალე გადაცემა გააკეთა და თანაგუნდელს გოლის გატანის გარდა არაფერი დარჩენოდა.

ანგოლელი ფეხბურთელი, რომელიც 2002 წელს დაიბადა და დღეისთვის 16 წლისა და 9 თვის გახლავთ ლიგა 1-ის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე გახდა, რომელიც მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11198