ფეხბურთი

12:40 | 18.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

"სელტიკმა" "საუთჰემპტონის" თავდამსხმელი დაიმატა

ირლანდიის 19-წლამდელთა ნაკრების და აწ უკვე "საუთჰემპტონის" 19 წლის თავდამსხმელი ჯონათან აფოლაბი კარიერას "სელტიკში" გააგრძელებს. აღნიშნული ინფორმაცია შოტლანიური კლუბის მთავარმა მწვრთნელმა ნილ ლენონმა პრესკონფერენციაზე გაავრცელა.

ნიგერიული ფესვების მქონე აფოლაბი "სენტ ჯოზეფის" აკადემიაში ვარჯიშობდა და ინგლისურმა კლუბმა 2016 წელს დაიმატა. ჯონათანმა "საუთჰემპტონის" 18 და 23 წლამდელთა გუნდში ჯამში 73 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 16 გოლი და რვა საგოლე გადაცემა შეასრულა. ირლანდიის 19-წლამდელთა ნაკრებში აფოლაბს შვიდ მატჩში ორი გოლი აქვს გატანილი.

0.144293