სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ფეხბურთი

22:43 | 17.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

გიჟური საღამო „ეტიჰადზე.“ „სიტიმ“ პირველი ქულები დაკარგა
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

აი, პრემიერლიგა. ჯერ მეორე ტური არ დამთავრებულა და უკვე რამდენი რამ მოხდა. შაბათის სათამაშო დღე ხომ უკვე ისტორიაში ჩაიწერება. გვიან მატჩში, „სიტიმ“ „ტოტენჰემს“ ვერ მოუგო (2:2) და სეზონში პირველი ქულები დაკარგა.

მაგრამ მთავარია, რომ აპრილის ისტორია გამეორდა, როცა გასული ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში, ასევე მანჩესტერის „ეტიჰადზე,“ წამატებულ წუთზე რაჰიმ სტერლინგმა გაუტანა „ტოტენჰემს“ და ანგარიში 5:3 გახდა. ამ შედეგს ნახევარფინალში „ქალაქელები“ გაჰყავდა, მაგრამ მსაჯმა ვიდეოარბიტრი დაიხმარა და გოლი არ ჩათვალეს, მანამდე აგუერო თამაშგარეში იყოო.

ახლაც, პრემიერლიგის მეორე ტურის მატჩში, 2:2-ზე გაბრიელ ჟეზუსმა მესამე დამატებულ წუთზე გაიტანა. თავიდან არბიტრმა, მაიკლ ოლივერმა, ცენტრისკენ მიუთითა, მაგრამ ვიდეოგამეორების შემდეგ გოლი აღარ ჩათვალა - სანამ ბრაზილიელი გაიტანდა მის პარტნიორ ემერიკ ლაპორტს ბურთი ხელზე მოხვდაო. „ეტიჰადი“ კინაღამ დაინგრა რისხვისგან. მაგრამ...

მოკლედ, „ტოტენჰემი“ ამ ახალი წესის (ვიდეოარბიტრი) გადამკიდე, „სიტის“ მტერი ხდება.

„ლივერპულისთვის“ სეზონი გიჟურად დაიწყო. ორი კვირის განმავლობაში ჯერ ინგლისის სუპერთასი, მერე ეროპის სუპერთასი, შუალედებში პრემიერლიგის ორი მატჩი...

შუა კვირაში „ლივერპულმა“ სტამბოლში „ჩელსის“ სუპერთასზე პენალტების სერიაში მოუგო და სეზონის პირველ ტიტულს დაეუფლა. მაგრამ ერთობ რთული, დამღლელი მატჩი გამოდგა - 120 წუთიანი.

ცხადია, იქიდან დაბრუნებულ მერსისაიდელებს „საუთჰემპტონთან“ ცოტა გაუჭირდათ. ტაქტიკაც ფრთხილი აირჩიეს. პირველ ნახევარში მათ, ხეირიანად არც დაურტყამთ მასპინძელთა კარში. მაგრამ პირველ წამატებულ წუთზე სადიო მანემ დაამკიცა, რომ უმაღლესი დონის ოსტატია. სენეგალელმა საჯარიმოს მარცხენა კუთხესთან მილნერისგან მიიღო გადაცემა და ორ მცველს შორის გამჭოლი დაარტყა შორეულ კუთხეში.

მანემ შემდეგ ფირმინოსაც გაატანონა. მასპინძელთაგან კი შეცვლაზე შესულმა ყოფილმა ლივერპულელმა, დენი ინგზმა, ბოლოსკენღა მოახერხა თავის გამოჩენა

„არსენალმაც“ ზედიზედ მეორედ მოიგო. „ბარნლისთან“ წარმატება „მეთოფეებს“ ძველი სახეების: ალექსანდრ ლაკაზეტისა და პიერ-ემერიკ ობამეიანგის გოლებმა მოუტანა. ორივე გოლის თანაავტორი ექს-რეალელი დანიელ სებალიოსი გახდა, რომელიც სასტარტო შემადგენლობაში პირველად გამოჩნდა. მან შესანიშნავად ჩაატარა შეხვედრა და დამთავრებამდე შვიდი წუთით ადრე, როცა ის ლუკას ტორეირამ შეცვალა, ფეხზე წამომდგარმა გულშმატკვრებმა ტაშით გააცილეს.

არსენალური დებიუტი ჰქონდა დავიდ ლუისს. შეცვლაზე ითამაშა ბოსნიელმა სეად კოლაშინაცმა, რომელიც მესუთ იოზილთან ერთად, ახლახან კრიმინალურ სკანდალში გაეხვა და პირველ ტურში უსაფრთხოების მიზეზით არ უთამაშია. აი, იოზილი კი განაცხადში არც ამჯერად ყოფილა.

საინტერესოა, რომ ეს ჩრდილოლონდონელების ზედიზედ მე-11 გამარჯვება გახლდათ ბარნლისთან.

პრემიერლიგაში დაბრუნებულმა „ნორვიჩმა“ „ნიუკასლის“ 3:1 მოუგო, თუმცა ანგარიში ზუსტად არ ასახავს ძალთა თანაფარდობას. მასპინძლები მთელი მატჩის განმავლობაში დომინირებდნენ. ისე, ვინც „თუთიყუშების“ პირველი ტურის შეხვედრას უცქირა „ლივერპულთან,“ ალბათ, დაგვეთანხმება, წაგების მიუხედავად, გამოჩნდა, „ნორვიჩი“ ამ სეზონში შემტევი გუნდი იქნება.

ჰეთ თრიქი მიითვალა ნორვიჩელთა ფინელმა შემტევმა, ტეემო პუკიმ და 4 გოლით „ქალაქელ“ სტერლინგთან ერთდ, ბომბარდირთა სიასაც უდგას სათავეში.

ინგლისი

პრემიერლიგა. 2 ტური. 17 აგვისტო

არსენალი - ბარნლი 2:1

ლონდონი. „ემირეითსი.“ 60 214

1:0 ლაკაზეტი (13), 1:1 ბარნსი (43), 2:1 ობამეიანგი (63)

არსენალი: ლენო, პაპასტატოპულოსი, მეიტლენდ-ნეილსი, მონრეალი, დავიდ ლუისი, სებალიოსი (ტორეირა 83), ნელსონი (ნიკოლა პეპე 46), უილოკი, გენდუზი, ობამეიანგი, ლაკაზეტი (კოლაშინაცი 71)

მწვრთნელი: უნაი ემერი

ბარნლი: პოუპი, ლუტონი, ტარკოვსკი, მი, პიტერსი, კორკი, გუდმუნდსონი (ლენონი 72), მაკნილი, ვესტვუდი, ვუდი (როდრიგესი 61), ბარნსი

მწვრთნელი: შონ დაიჩი

მსაჯი: მაიკ დინი

გაფრხილება: ობამეიანგი (38), პაპასტატოპულოსი (90+2); ბარნსი (90+5)

საუთჰემპტონი - ლივერპული 1:2

საუთჰემპტონი. „სენტ მერის სთედიუმი.“ 31 712

0:1 მანე (45+1), 0:2 ფირმინო (71), 1:2 ინგზი (83)

საუთჰემპტონი: განი, ვესტერგორი, იოშიდა, ბედნარეკი, ბერტრანი (ჯენელო 77), ჰოიბერგი, რომეუ (ინგზი 64), ვალერი, უორდ-პროუსი, რედმონდი, ადამსი (არმსტრონგი 68)

მწვრთნელი: რალფ ჰაზენჰიუტლი

ლივერპული: ადრიანი, ალექსანდერ-არნოლდი, მატიპი, ვან დეიკი, რობერტსონი, მილნერი (ფაბინიო 74), ვეინალდუმი, ოქსლეიდ-ჩემბერლენი (ჰენდერსონი 89), მანე, სალაჰი (ორიჯი 79), ფირმინო

მწვრთნელი: იურგენ კლოპი

მსაჯი: ანდრე მარინერი

გაფრთხილება: რომეუ (36); ალექსანდერ-არნოლდი (79)

სიტი - ტოტენჰემი 2:2

მანჩესტერი. „ეტიჰადი.“ 54 503

1:0 სტერლინგი (20), 1:1 ლამელა (23), 2:1 აგუერო (35), 2:2 მოურა (56)

სიტი: ედერსონი, უოკერი, ოტამენდი, ლაპორტი, ზინჩენკო, როდრი (დავიდ სილვა 78), გიუნდოგანი, დე ბრუინი, ბერნარდუ სილვა (მაჰრეზი 80), სტერლინგი, აგუერო (გაბრიელ ჟეზუსი 66)

მწვრთნელი: ხოსეპ გვარდიოლა

ტოტენჰემი: ლორისი, უოკერ-პიტერსი, ალდერვეირელდი, სანჩესი, როუზი, უინკსი (მოურა 56), სისოკო, ნ’დომბელე, ერიკსენი (სკიპი 90+1), ლამელა (ლო სელსო 85), კეინი

მწვრთნელი: მაურისიო პოჩეტინო

მსაჯი: მაიკლ ოლივერი

გაფრთხილება: სტერლინგი (26)

ასტონ ვილა - ბორნმუთი 1:2

0:1 კინგი (2, პენ), 0:2 უილსონი (12), 1:2 დუგლას ლუისი (71)

ბრაიტონი - ვესტ ჰემი 1:1

0:1 ერნანდესი (61), 1:1 ტროსარი (65)

ევერტონი - უოტფორდი 1:0

1:0 ბერნარდი (10)

ნორვიჩი - ნიუკასლი 3:1

1:0, 2:0, 3:0 პუკი (32, 63, 75), 3:1 შელვი (90+3)

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.159013
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X