ფეხბურთი

12:17 | 15.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

ნ’ზონზი „გალათასარაიში“ გადავიდა

„რომას“ ნახევარმცველი, სტივენ ნ’ზონზი მიმდინარე სეზონში „გალათასარაიში“ ითამაშებს. ეს ინფორმაცია ფეხბურთელმა თავის ინსტაგრამში დაადასტურა.

ფრანგული მედია წერს, რომ თურქული კლუბი 30 წლის მოთამაშეს იჯარით აიყვანს 1+1 სისტემით, შემდგომი გამოსყიდვის უფლებით. იმასაც ამბობდნენ, ივლისში მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონი „მონაკოში“ გადადისო, თუმცა „გალათასარაიში“ აღმოჩნდა.

პროფესიონალური კარიერა ნ’ზონზიმ 2007 წელს დაიწყო „ამიენში.“ ორი წლის შემდეგ კი ინგლისში გადაბარგდა და „ბლექბერნ როვერსთან“ მოაწერა კონტრაქტს ხელი. მერე „სტოკში“ ითამაშა და 2015 წელს „სევილიაში“ გადავიდა. ესპანური კლუბი მან შარშან დატოვა და „რომას“ შეუერთდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.10266