ჩოგბურთი

10:53 | 14.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

ფედერერმა და ჯოკოვიჩმა იოლად იმარჯვეს

ცინცინათის მასტერსის 1/16-ფინალში როჯერ ფედერერმა და ნოვაკ ჯოკოვიჩმა თავიანთი შეხვედრები მოიგეს.

ნოვაკმა სემ კურიეს 7:5, 6:1 აჯობა. პირველსავე გეიმში კურიემ ბრეიკი შეასრულა, თუმცა ნოლემ მალევე სიტუაცია გამოასწორა და 6:5-ზე გადამწყვეტი ბრეიკი შეასრულა. მეორე პარტიაში კი ამერიკელს შანსი არ ჰქონია. მომდევნო ეტაპზე ჯოკოვიჩი კარენო-ბუსტას დაუპირისპირდება, მატჩი 15 აგვისტოს გაიმართება.

როჯერ ფედერერმა ხუან იგნასიო ლონდეროს 6:3, 6:4 მოუგო. როჯერმა ორივე სეტში თითო-თითო ბრეიკი შეასრულა, ისე რომ მეტოქემ შვეიცარიელის ჩაწოდების აღება ვერ მოახერხა. ფედერერი მომდევნო ეტაპზე ვავრინკა-რუბლიოვის გამარჯვებულს შეხვდება.

0.114506