კალათბურთი

23:23 | 13.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

ნბა-ს ყოფილ კალათბურთელს პატიმრობა მიუსაჯეს

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ყოფილი მოთამაშე სებასტიან ტელფეარი იარაღის უკანონო ტარებისთვის სამწლიანი პატიმრობით დასაჯეს, აღნიშნულ ინფორმაციას ESPN-ი ავრცელებს.

წყაროს ცნობით, სებასტიანისთვის ეს პირველი შემთხვევა არ ყოფილა და სასამართლომაც მაქსიმალურად მკაცრი ვერდიქტი გამოიტანა.

ტელფეარი 2003 წელს დრაფტზე მე-18 ნომრად "პორტლენდმა" აირჩია. კალათბურთელმა ნბა-ში 10 სეზონი გაატარა, ის "მინესოტაში", "პორტლენდში", "კლივლენდში", "ფინიქსში", და "ტორონტოში" თამაშობდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11231