ფეხბურთი

21:58 | 12.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუ: „ზიდანმა თავი განსაკუთრებულ ადამიანად მაგრძნობინა“

ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელი, კრიშტიანუ რონალდუ, ჟურნალისტებს ზინედინ ზიდანთან მისი ურთიერთობის შესახებ ესაუბრა.

„თავდაჯერება, რომელიც მოთამაშეს ასე სჭირდება, მხოლოდ მასზე არ არის დამოკიდებული. აქ მნიშვნელოვანია გარემოცვა, პარტნიორებისა და მწვრთნელის დამოკიდებულება. უნდა გრძნობდე, რომ გუნდისთვის მნიშვნელოვანი მოთამაშე ხარ. ზიდანი სწორედ ასე იქცეოდა, მან თავი განსაკუთრებულ ადამიანად მაგრძნობინა.

ზიდანს ყოველთვის დიდ პატივს ვცემდი, მაგრამ როცა ჩემი მწვრთნელი გახდა, უკეთ გავიცანი და მისი გულშემატკივარი გავხდი. ზიდანმა იცის როგორ მოექცეს ადამიანებს, როგორ შეცვალოს ვითარება, თანაც ყოველთვის სამართლიანად იქცევა. ამიტომ, მისადმი მეგობრობა ყოველთვის ჩემს გულში დარჩება.“ - უთხრა პორტუგალიელმა A Bola-ს.

0.10352