ფეხბურთი

16:46 | 11.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

ტრაგედია "დილა" - "ლოკომოტივის" მატჩზე: გულშემატკივარი გარდაიცვალა

საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 23-ე ტურში გორის „დილა“ და თბილისის „ლოკომოტივი“ დაუპირისპირდნენ. მატჩის დასაწყისში კი ტრიბუნაზე ერთ-ერთი გულშემატკივარი შეუძლოდ გახდა.

როგორც „დილას“ ვებგვერდი იტყობინება, სამწუხაროდ, გულშემატკივარი გარდაიცვალა. თეა ირემაძეს პირველადი დახმარება სტადიონზე აღმოუჩინეს, შემდეგ საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ ექიმების არაერთი მცდელობის მიუხედავად მისი სიცოცხლის გადარჩენა ვერ მოხერხდა. უცნობია რა გახდა ტრაგედიის გამომწვევი მიზეზი.

WORLDSPORT.GE-ს რედაქცია მწუხარებას გამოთქვამს და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახსა და ახლობლებს.

0.153989