ფეხბურთი

17:15 | 11.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

მარსელომ დაადასტურა: "იტალიური კლუბებიდან დამიკავშირდნენ"

ბრაზილიის ეროვნული ნაკრების და მადრიდის "რეალის" მცველმა მარსელომ განაცხადა, რომ ზაფხულში იტალიური კლუბებიდან დაუკავშირდნენ. გასულ სეზონში სანტიაგო სოლარის მწვრთნელობის პერიოდში მარსელოს თამაში არ უწევდა, თუმცა ზინედინ ზიდანის დაბრუნების შემდეგ კვლავ პირველი ნომერი გახდა და კლუბში დარჩენაც ამან განაპირობა.

"იტალიური კლუბები დამიკავშირდნენ. სიმართლე ისაა, რომ მადრიდის "რეალი" მიყვარს, აქ ჩემი სახლია კლუბი მსოფლიოში საუკეთესოა. "იუვენტუსში" თამაშის იდეა არასდროს გამჩენია." - განუცხადა Gazzetta dello Sport-ს სამხრეთამრიკელმა.

აქამდე ტურინის "იუვენტუსის" და მარსელოს კავშირი მხოლოდ ჭორი იყო, თუმცა ბრაზილიელმა ფაქტობრივად დაადასტურა, რომ "ბიანკონერი" დაუკავშირდა. ბრაზილიელს "რეალთან" კონტრაქტი 2022 წლის ივლისამდე აკავშირებს.

სტატისტიკა
0.223723