ფეხბურთი

22:40 | 8.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

"არსენალმა" ტირნის ტრანსფერი დაადასტურა

შოტლანდიის ეროვნული ნაკრების და აწ უკვე "სელტიკის" ყოფილი მცველი კიერან ტირნი კარიერას "არსენალში" გააგრძელებს. როგორც ლონდონელთა ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, ფეხბურთელმა კლუბთან გრძელვადიანი კონტრაქტი გააფორმა. ჯერჯერობით სატრანსფერო ღირებულება უცნობია.

ტირნი "სელტიკის" აკადემიის აღზრდილი და პირველ გუნდში 2015 წლიდან ასპარეზობს. მას შემდეგ მცველმა 170 მატჩი ჩაატარა, გაიტანა რვა გოლი და 37 საგოლე გადაცემა შეასრულა. შოტლანდიის ნაკრების ღირსებას კიერანი 2016 წლიდან იცავს და 12 შეხვედრაში აქვს მონაწილეობა მიღებული.

0.118278