ფეხბურთი

10:19 | 5.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

იააპ სტამი ტრავმირებული ფეხბურთელების და "დინამოს" შესახებ

როტერდამის „ფეიენოორდის“ მთავარმა მწვრთნელმა იააპ სტამმა ერედივიზიონის პირველ ტურში „სპარტასთან“ (2:2) მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

ჰოლანდიელი სპეციალისტი „დინამოს“ შესახებ ლაკონური იყო და თქვა, რომ ძლიერი გუნდია. გარდა ამისა, კომენტარი გააკეთა ტრავმირებულ ფეხბურთელებზეც.

"ეს თამაში მხოლოდ ნეგატიური არ იყო. შეინიშნებოდა დადებითი ძვრებიც. მეტოქე თავს ძალიან კომპაქტურად იცავდა და ადვილი არასდროსაა მსგავსი გუნდების წინააღმდეგ თამაში. „დინამო“? ეს ძლიერი გუნდია. ტრავმირებულ ფეხბურთელებს რაც შეეხება, მომდევნო დღეებში ყველაფერი გაირკვევა“, - თქვა სტამმა.

„სპარტას“ წინააღმდეგ ტრავმების გამო იენს ტოორნსტრას, სვენ ვან ბეკსა და ნიკოლაი იორგენსენს არ უთამაშიათ, ხოლო ერიკ ბოტეგინი და დილან ვენტე ტრავმების გამო შეცვალეს. როგორც სტამმა აღნიშნა, მათი საკითხი ჯერ გარკვეული არაა.

შეგახსენებთ, „ფეიენოორდისა“ და „დინამოს“ შეხვედრა როტერდამში 8 აგვისტოს გაიმართება.

0.121759