სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ფეხბურთი

23:18 | 4.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

"დინამომ" "ლოკომოტივი" როი მაკაის თვალწინ გაანადგურა
ნიკა ნინუას ბენეფისი - ორი გოლი ჯარიმით და ორი საგოლე პასი
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

„დინამო თბილისმა“ როტერდამის „ფეიენოორდამდე“ დიდებული ხასიათი შეიქმნა. ფელის ვისენტეს გუნდი რომ ბრწყინვალე ფორმაშია, კიდევ ერთხელ დადასტურდა და თბილისური დერბი „ლოკომოტივის“ წინააღმდეგ 6:0 მოიგო!

ეს შეხვედრა ნიკა ნინუას ბენეფისი იყო, რომელმაც დუბლი შეასრულა და ორჯერ საგოლე პასიც მიითვალა. ნინუამ ორივე გოლი საჯარიმო დარტყმით გაიტანა და კიდევ ერთხელ გვანახა, რომ სტანდარტულ სიტუაციებს ბრწყინვალედ ასრულებს. თითოჯერ ლევან კუტალიამ, ნოდარ ქავთარაძემ, აკაკი შულაიამ და კვამე კარიკარიმ გაიტანეს. განელმა კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაშიც გახსნა გოლების ანგარიში.

„დინამომ“ მიუხედავად იმისა, რომ ოთხ დღეში უმნიშვნელოვანესი მატჩი ელოდება ჰოლანდიაში, პრაქტიკულად საუკეთესო შემადგენლობით ითამაშა და ესპანელმა სპეციალისტმა ოდენ მეორე ტაიმში მისცა რამდენიმე ფეხბურთელს დასვენების შესაძლებლობა. თბილისურ გუნდს 44 ქულა გაუხდა და სატურნირო ცხრილის სათავეში იმყოფება. აღსანიშნავია, რომ ამ შეხვედრას ლეგენდარული ჰოლანდიელი ფეხბურთელი როი მაკაი ესწრებოდა, რომელიც „ფეიენოორდში“ გახლავთ დასაქმებული და ბუნებრივია მომავალი მეტოქე დაზვერა.

რაც შეეხება „ლოკომოტივს“, როგორც ჩანს, პაუზა მაინცდამაინც არ მოუხდა, რადგან 10-მატჩიანი წაუგებელი სერია მტკივნეულად დაასრულა (8 მოგება, 2 ფრე).

დღესვე, კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 22-ე ტურში, ჩემპიონობის კიდევ ერთი მაძიებელი ბათუმის „დინამო“ საკუთარ კედლებში გორის „დილას“ დაუხვდა და ვერაფერი დააკლო - უგოლო ფრე. შედეგად, აჭარული გუნდი ლიდერ „დინამოს“ უკვე 4 ქულით ჩამორჩა.

„ლოკომოტივი“ – „დინამო“ (თბილისი) 0:6 (0:4)

გოლები: 0:1 ნინუა (3), 0:2 კუტალია (38), 0:3 ქავთარაძე (41), 0:4 ნინუა (44), 0:5 შულაია (71), 0:6 კარიკარი (77)

„დინამო“ (ბათუმი) – „დილა“ 0:0 (0:0)

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.128535
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X