ფეხბურთი

1:20 | 5.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

„სიტისა“ და „ლივერპულის“ ფანებმა მეტროში იჩხუბეს

ლონდონის მეტროში “მანჩესტერ სიტისა“ და „ლივერპულის“ ფანებმა მასობრივი ჩხუბი გამართეს - გვამცნობს Mirror. გამოცემის მტკიცებთ, შეხლა-შემოხლა ბაქანზე დაიწყო და ვაგონში გაგრძელდა. ლონდონის პოლიციამ გამოძიება დაიწყო, თუმცა ჯერჯერობით დაკავებული არავინაა.

ჩხუბი სუპერთასის მატჩის წინ მოხდა, რომელშიც „სიტიმ“ „ლივერპული“ მატჩისშემდგომ პენალტებში დაამარცხა 5:4. „ქალაქელებმა“ ეს პრიზი მეექვსედ მოიგეს.ეს მეხუთე მაჩვენებელია ინგლისში. უფრო ხშირად Community Shield „მანჩესტერ იუნაიტედს“ (17-ჯერ), „არსენალს,“ (14), „ლივერპულს“ (10) და „ევერტონს“ (8) მოუგიათ.

0.143666