ფეხბურთი

11:17 | 2.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

„ლივერპულმა“ საწვრთნელი ბაზა გაყიდა

„ლივერპულმა“ დაამთავრა მოლაპარაკება „მელვუდის“ საწვრთნელი ბაზის გაყიდვის თაობაზე, რომელზედაც გუნდი 60 წლის განმავლობაში ვარჯიშობდა. ახლა პირველი გუნდი კირკბიში გადავა, სადაც კლუბის აკადემია მდებარეობს. ანუ, ყველა ფეხბურთელი, დიდიან-პატარიანად ერთად ივარჯიშებს.

ამასობაში, ახალი ულტრათანამედროვე ბაზა უკვე შენდება და ის 2020-21 წლების სეზონის დასაწყისისთვის გაიხსნება. მისი ღირებულება 10 მილიონი გირვანქაა.

თუმცა, „მელვუდის“ გაყიდვამ ადგილობრივების აღშფოთება გამოიწვია. მათ გაპროტესტებაც სცადეს, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ.

თეგებილივერპული
0.117433