სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ფეხბურთი

0:25 | 31.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

სწორება ევროპა ლიგისკენ
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

ჩემპიონთა ლიგაზე მეორე საკვალიფიკაციო ეტაპი თბილისის „საბურთალოსთვის“ ამჟამად მაქსიმუმი გამოდგა. ზაგრების „დინამო“ ორივე მატჩში საქართველოს ჩემპიონს კლასით და გამოცდილებით აღემატებოდა და დამსახურებულად გაიმარჯვა.

თუმცა, გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდისთვის ჯერ არაფერი დასრულებულა და მეტიც, შეიძლება ითქვას, ახლა იწყება - ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპი. მაგრამ, მანამდე, „მაქსიმირზე“ გამართული მატჩის შესახებ...

ზაგრებში შეხვედრა დახურულს კარს მიღმა შედგა, რადგან ქომაგთა უდისციპლინობის გამო სტადიონი დისკვალიფიცირებული იყო. უნდა ითქვას, რომ ეს მატჩი ძალზე წააგავდა ერთი კვირის წინ გამართულ შეხვედრას თავისი სცენარითა და ხელწერით. პირველ ტაიმში „საბურთალო“ უკეთესი იყო, ხოლო დროის გასვლასთან ერთად „დინამო“ გაცილებით უმატებდა. ეს შეიძლება ორი მიზეზით იყოს გამოწვეული: უპირველესად თბილისელთა ცუდი ფიზიკური მომზადება და მეორე „დინამოს“ შესაბამისი ჩანაფიქრი, ტაქტიკა.

უნდა ვთქვათ, რომ „საბურთალომ“ კარისკენ ჯამში სამჯერ დაარტყა, რაც გუნდისთვის, რომელსაც მინიმუმ ორი გოლი აქვს გასატანი, რა თქმა უნდა, ძალიან დაბალი მაჩვენებელია. ასე, რომ ზაგრებელთა კართან ხიფათი თითქმის არ ყოფილა. ისევე, როგორც არც თბილისელებს აწუხებდნენ დიდად მასპინძლები, სანამ შეხვედრის ბოლო 15 წუთი არ მოვიდა.

აი, მერე, „დინამო“ ათამაშდა, გოლებიც გაიტანა და სახიფათო მომენტებიც შექმნა. ორშიჩმა დაიწყო და დანი ოლმომ დაასრულა. შუალედში პეტკოვიჩმაც არ დატოვა მოედანი უგოლოდ. ჰო, ესპანელი ოლმო მოედანზე 15 წუთით გამოჩნდა, მაგრამ ეს საკმარისი გამოდგა გოლის გასატანად და საგოლე პასის შესასრულებლად. 3:0 ზაგრებში, 5:0 ორი მატჩის ჯამში. კითხვის ნიშნები არ არსებობს, გაიმარჯვა უკეთესმა გუნდმა და „საბურთალოსთვის“ „შერიფის“ ბარიერის დაძლევაც აქტივში უნდა შევიტანოთ.

ახლა კი, ევროპა ლიგის ჯერია, სადაც საქართველოს ჩემპიონს ალბათ უკეთ გარჯა მოეთხოვება. მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე მეტოქე „არარატ არმენია“ გახლვათ. სხვათა შორის, ხელწამოსაკრავი გუნდი სულაც არაა და შემადგენლობის მხრივ საკმაოდ კარგადაა დაკომპლექტებული. ვნახოთ, დანარჩენი უშუალოდ მინდორზე გამოჩნდება და თამაშები შორს ნამდვილად არაა - 8 და 15 აგვისტო.

„დინამო“ (ზაგრები) – „საბურთალო“ 3:0 (0:0)

ზაგრები, „მაქსიმირი“

„დინამო“ (4-3-3): ლივაკოვიჩი; ივო პინტო, ლეშკოვიჩი, პერიჩი, ლეოვაჩი; კაძიორი (დანი ოლმო 74), ადემი, გოიაკი; ჰაიროვიჩი (მაიერი 84), გავრანოვიჩი (პეტკოვიჩი 63), ორშიჩი

მწვრთნელი: ნენად ბიელიცა

„საბურთალო“ (4-3-3): კუპატაძე; მალი (ტაბატაძე 59), მარგველაშვილი, რეხვიაშვილი, ჩაბრაძე (ჯინოლოვა 69); კაკუბავა, ცნობილაძე, ალთუნაშვილი; გაბედავა, როლოვიჩი, გორგიაშვილი (დიასამიძე 61)

მწვრთნელი: გიორგი ჭიაბრიშვილი

გოლები: 1:0 ორშიჩი (77), 2:0 პეტკოვიჩი (88), 3:0 დანი ოლმო (90)

გაფრთხილება: ლეოვაჩი (20) - ალთუნაშვილი (41)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 12 (6) – 3 (2) კუთხურები: 5:1 თამაშგარე: 3:2

მსაჯი: დანიელე დოვერი

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.251654
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X