ფეხბურთი

11:49 | 30.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუ: „დარწმუნებული ვარ, „რეალი“ შესანიშნავ სეზონს ჩაატარებს“

„იუვენტუსის“ პორტუგალიელი მთავარვარსკვლავი, კრიშტიანუ რონალდუ, ჟურნალისტებს ყოფილი კლუბის, მადრიდის „რეალის“ სამომავლო პერსპექტივებზე ესაუბრა.

„ახლაგაზრდა ვარსკვლავები ყოველთვის მალე ეგუებიან დიდ გუნდებს. ახლა „რეალს“ შესანიშნავი შემადგენლობა ჰყავს. გაძლიერებისთვის დიდი ფული დახარჯეს და დარწმუნებული ვარ, შესანიშნავ სეზონს ჩაატარებენ. აზარი, იოვიჩი, მენდი...

კარგად ვიცი რაც ხდება გუნდში, რადგან ბევრი მეგობარი დავტოვე იქ. ეს არის კლუბი, რომელთან ერთადაც ჯილდოების უმეტესობა მოვიგე. ამიტომ, წარმატებებს ვუსურვებ მათ,

რაც შეეხება „იუვენტუსს,“ არ დავასახელებ იმ მოთამაშეების გვარებს, ვინც დაგვემატა. თუმცა ყველაფრით კმაყოფილი ვარ.“ - უთხრა კრიშტიანუმ ესპანურ Marca-ს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110483