ფეხბურთი

9:04 | 30.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

ბეილმა Audi Cup-ზე მონაწილეობა იუარა

მადრიდის „რეალის“ თავდამსხმელმა, გარეთ ბეილმა, უარი თქვა გუნდთან ერთად მიუნხენში გამგზავრებაზე, სადაც Audi Cup-ის ტურნირი ჩატარდება - გვამცნობს ВВС. წყაროს მტკიცებით, უელსელი კვლავაც გაბრაზებულია კლუბის პრეზიდენტ ფლორენტინო პერესზე, რომელმაც მისი ჩინეთში გადასვლა დაბლოკა. არადა, გუნდის მთავარი მწვრთნელი, ზინედინ ზიდანი, მის წასვლას ითხოვს.

ბეილი „რეალში“ 2013 წლიდან თამაშობს. გასულ სეზონში „სამეფო კლუბის“ მაისურით მან 42 შეხვედრა ჩაატარა, 14 ბურთი გაიტანა და 7 საგოლე პასი შეასრულა. ის „რეალის“ ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელია, წელიწადში მისი ხელფასი 17 მილიონ ევროს შეადგენს. კონტრაქტი კი 2022 წლამდეა გათვლილი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116281