სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ძიუდო

23:30 | 28.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

ქართველ ძიუდოისტთა ტრიუმფი ზაგრების გრან პრიზე
ღვინიაშვილმა და ზაალიშვილმა ოქროს მედლები მოიპოვეს, მატიაშვილმა – ბრინჯაო
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში გამართული გრან პრი ქართველი ძიუდოისტების ტრიუმფით დასრულდა. შეჯიბრის დასკვნით დღეს ოქროს მედლები ბექა ღვინიაშვილმა (90 კგ.) და გელა ზაალიშვილმა (+100 კგ.) მოიპოვეს, ბრინჯაო კი ლევან მატიაშვილმა (+100 კგ.) მიითვალა.

ღვინიაშვილმა პირველ წრეში სლოვენიელი ნარსეი ლაჩკოვიჩი დააიპონა, შემდეგ უზბეკ შახზოდბეკ საბიროვს 3 შიდო აჰკიდა, მეოთხედფინალში იაპონელი კენტა ნაგასავამ ტრავმა მიიღო და ბრძოლა ნაადრევად დაასრულა, ნახევარფინალში ვაზარით უნგრელ კრისტიან ტოტი ვაზარის სძლია, ფინალში კი კიდევ ერთი იაპონელი სანშირო მურაო იპონზე დააანარცხა.

ამავე წონაში გიორგი პაპუნაშვილმა ბელარუსი იაჰორ ვარაპაიეუ იპონზე დასცა, აზერბაიჯანელ მამადლი მეჰდიევთან კი დამატებით დროში იპონითვე წააგო და ტურნირს ნაადრევად გამოეთიშა.

მძიმე წონაში ჩინებულად იასპარეზა გელა ზაალიშვილმა, რომელმაც ოქროს მედლამდე ურთულესი გზა განვლო. ქართველმა ძიუდოისტმა გრან პრის სასტარტო ორთაბრძოლაში რუსი ანტონ ბრაჩევი 25 წამში დააიპონა, ებრაელ ორ სასონს 3 შიდო მიაღებინა, პოლონელი მაჩიეი სარნაცკის წმინდად ძლევისთვის მხოლოდ 23 წამი დასჭირდა, ნახევარფინალში ჰოლანდიელ როი მეიერს ვაზარი აკმარა, გადამწყვეტ შერკინებაში კი, “გოლდენ სქორში” იპონით იაპონელ ჰისაიოში ჰარასავას აჯობა.

ცნობისთვის, ამ უკანასკნელმა მეოთხედფინალში მატიაშვილს 3 შიდო აჰკიდა, მანამდე კი, ლევანმა დამატებით დროში იდენტურად აჯობა აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე უშანგი კოკაურს, ტაჯიკი ტემურ რახიმოვი კი იპონით დაამარცხა. რეპეშაჟში მატიაშვილმა იპონითვე ყაზახ იერასაი კაჟიბაევს სძლია, ხსენებულ მაიერთან კი, ვაზარით მარცხდებოდა, როდესაც ჰოლანდიელს მე-3 შიდო მისცეს.

დღესვე საქმეში ონისე სანებლიძე და ლაშა ტაველურიც (ორივე – 100 კგ.) ვიხილეთ, თუმცა, მათ კვარცხლბეკზე ასვლა ვერ მოახერხეს. სანებლიძემ არაბეთის გაერთიანებული ემირატების სახელით მოასპარეზე ივან რემარენკოს იპონით მოუგო, ირლანდიელ ბენჯამინ ფლეტჩერთან კი შებოჭვაზე მოჰყვა.

რაც შეეხება ტაველურს, მან ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის ეგიდით მოჭიდავე ადნან ხანკანს იპონით აჯობა, ხოლო ებრაელ პეტერ პალჩიკთან ვაზარით წააგო.

ვაჟთა გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრებმა 2 ოქროსა და 2 ბრინჯაოს მედალი მიითვალა (გუშინ მე-3 ადგილი ტატო გრიგალაშვილმა დაიკავა) და პირველ ადგილზე გავიდა.

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.131748
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X