ფეხბურთი

23:11 | 28.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

„ნაპოლიმ“ ამხანაგურ მატჩში „ლივერპული“ გაანადგურა

კვირას, 28 ივლისს, ედინბურგში, ამხანაგურ მატჩში „ნაპოლიმ“ „ლივერპულს“ 3:0 მოუგო.

მე-17 წუთზე ანგარიში ლორენცო ინსინიემ გახსნა. 29-ზე არკადიუშ მილიკმა მეორედ აიღო მერსისაიდელთა კარი. 52- წუთზე კი წერტილი გერმანელმა ამინ იუნესმა დასვა.

„ნაპოლისთვის“ ეს მეოთხე წინასასეზონო შეხვედრა იყო, საიდანაც ორი მოიგო, ერთხელ ფრედ ითმაშა და ერთხელაც წააგო.

„ლივერპულმა“ უკვე ექვსი ტესტ-მატჩი ითამაშა. „წითლების“ ანგარიშზე ორი გამარჯვება, ერთი ფრე და სამი წაგებაა.

ლივერპულელთა შემადგენლობაში პირველად ითმაშეს ახალწვეულებმა: 17 წლის ჰოლანდიელმა, სეპ ვან დენ ბერგმა და 16 წლის ექს-ფულემელმა ჰარვი ელიოტმა.

ლივერპული: მინოლე, ალექსადერ-არნოლდი (გომესი), მატიპი (ლოვერნი), ვან დეიკი (ვან დენ ბერგი), რობერტსონი (ჰუვერი), ფაბინიო (დანკანი), ჰენდრსონი (ლალანა), მილნერი (ელიოტი), ვეინალდუმი (ლუისი), ოქსლეიდ-ჩემბერლენი (უილსონი), ორიჯი (ბრიუსტერი)

მწვრთნელი: იურგენ კლოპი

ნაპოლი: მერეტი, დი ლორენცო (ჰიუსაი), მაკსიმოვიჩი (ლუპერტო), მანოლასი (კირიკეში), რუი (ღულამი), კალეხონი, ზელინსკი, ვერდი (გაეტანო), მერტენსი (იუნესი), ინსინიე, მილიკი (ტუტინო)

მწვრთნელი: კარლო ანჩელოტი

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113636