ფეხბურთი

11:47 | 28.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

"რეალი" მზადაა პოგბას სანაცვლოდ 166 მილიონი გადაიხადოს

მადრიდის "რეალი" გარეტ ბეილის ჩინეთში გადაბარგების შემდეგ საფრანგეთის ეროვნული ნაკრების და "მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველის გარეტ ბეილის ტრანსფერზე ამუშავდება. როგორც The Sun-ი იუწყება, ესპანელები მზად არიან ინგლისელების მიერ მოთხოვნილი 166 მილიონი გირვანქა სტერლინგი გადაიხადონ.

"წითელი ეშმაკები" მზად არიან მოლაპარაკეკები 8 აგვისტომდე აწარმოონ, რადგან სეზონს იწყებენ. აქედან გამომდინარე თუ ფრანგი "რეალში" გადაბარგდება, კლუბს მისი შემცვლელის მოსაძებნად დრო დასჭირდება. მართალია, ინგლისურ კლუბებს უფლება აქვთ 31 აგვისტომდე ფეხბურთელები გაყიდონ, თუმცა გამოცემის ინფორმაციით, "მანჩესტერ იუნაიტედი" დროს არ გაწელავს.

პოლ პოგბა "წითელი ეშმაკების" რიგებში მეორედ 2016 წელს ჩაირიცხა. გასულ სამ სეზონში ფრანგმა 142 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 31 გოლი და 29 საგოლე გადაცემა შეასრულა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111499