სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ბლოგი

13:15 | 28.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

“დინამო–“ფეინოორდი“ – ისტორია განმეორდება?
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

ქართული კლუბებისთვის წლევანდელი ევროტურნირები ტრადიციულად დაიწყო, “ტრადიციულადო“ ვამბობ იმიტომ, რომ უკვე წლებია ქართული კლუბები ევროპის ყველაზე ბეჩავ კლუბებს ასე თუ ისე, წვალებითა თუ ოფლისდენით ამარცხებენ, ხანდახან ფლეო–ოფებამდეც კი აღწევენ, მაგრამ ბოლოს ყველაფერი ისე ხდება “როგორც უნდა იყოს“. ანუ, ევროპა ლიგისა და ჩემპიონთა ლიგის ჯგუფები კვლავ ქართული კლუბების გარეშე კომპლექტდება.

წლევანდელი ზაფხულის მოახლოვება და ქართული კლუბების ევროტურნირებში ჩაბმაც ერთი ჩვეულებრივი საბოლოო ჯამში მაინც დარდიანი დღეების მიზეზი იქნებოდა რომ არა ერთი ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი ამბავი. თბილისის “დინამოს“ მიერ ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე აზერბაიჯანული “გაბალას“ ძლევის შემდეგ ყველას ჩაგვესახა იმედი, რომ შესაძლოა ისტორია გამეორდეს. ქართველებს კი ისე არაფერი გვიყვარს და გვაღელვებს, როგორც ისტორიის განმეორება და წარსულის გაცოცხლება.

ალბათ მიხვდით, რომ შემდეგ ეტაპზე “დინამოსთან“ მატჩების მომლოდინე როტერდამის “ფეიენოორდს“ ვგულისხმობ. რომელსაც ევროპის ბევრი ცნობილი კლუბისგან განსხვავებით თბილისელ;ებთან თავისი ანგარიშები აქვს და ყველა ქართველისთვის დაუვიწყარო 1981 წელი, როდესაც “დინამომ“ ნიდერლანდული გრანდი (იმ პერიოდში განსაკუთრებულად ძლიერი) თასების თასის ნახევრფინალიდან გამოთიშა და სწორედ ასე უწია დიუსელდორფის ლეგენდარულ ფინალს, სადაც ჩვენთვის ერთადერთი ევროპული თასი გამოიჭედა.

ასეთი შეხვედრის დროს ობიექტური ცხადია ვერ იქნები, როდესაც ერთ–ერთი კლუბი ბავშვობიდან გემშობლიურება, მაგრამ ერთია როდესაც ქართული გუნდი ცნობილ ევროპულ კლუბს ხვდება და მეორეა სწორედ ის წარსული, რომელიც წესით ჩვენთვის მხოლოდ დადებითი კონტექსტით უნდა გვახსოვდეს, რადგან სწორედ ჩვენ ვძლიეთ ჰოლანდიელებს. თუმცა, იმ ეპოქის ქართველი ქომაგებისათვის ჰოლანდიაში გამართული მატჩი დადებითი მუხტით ალბათ არასოდეს იქნება დატვირთული.

ქართველმა სტაჟიანმა ქომაგებმა და ალბათ უკვე ახალგაზრდებმაც კარგად იციან, რომ “ფეიენოორდმა“ თბილისში განცდილი 0:3 მარცხის შემდეგ “დინამოელებს“ როტერდამში 2:0 სძლია და ისიც არავის დაგვვიწყებია თუ როგორ მოახერხა ეს. არ შევცდებით თუკი ვიტყვით სამარცხვინო გამარჯვება. თბილისელებს მსაჯმა არ ჩაუთვალა მინიმუმ ორი უეჭველი გოლი, არ დაუდო 100%–იანი პენალტი და მთელი შეხვედრა თვალს ხუჭავდა ნიდერლანდელთა უხეშ მეტიც – არასპორტულ ჩეხაობაზე. ის იყო მატჩი სადაც კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ პატარა კლუბებისათვის (მით უმეტეს მაშინდელი საბჭოთა კავშირის გუნდებისთვის) ევროპის კარი ფართოდ არასოდეს იღება და რაიმე ხელშესახებ წარმატებას რომ მიაღწიო, მეტოქეებზე აშკარად და უჭველად მაღლა უნდა იდგე.

1981 წელს თბილისის “დინამო“ სუპერ–კლუბი იყო და ყველაფრის მიუხედავად მაინც შეძლო ფინალში გასვლა. თუმცა იმ ნახევარფინალის შემდეგ სამ ათწლეულზე მეტი გავიდა და ჩვენ მსოფლიო ფეხბურთში მაინც გამუდმებით ვაწყდებით დიდ უსამართლობებს და მსაჯის ისეთ შეცდომებს, რაც მიკერძოება უფროა ვიდრე შეცდომა. შეცდომებზე ჭკუას სამწუხაროდ ადამიანები ნაკლებად ვსწავლობთ.

ნათქვმია “ჯერ ბავშვი არ დაბადებულა და უკვე სახელს არქმევდნენო“ და სანამ “დინამო აზერბაიჯანულ ბარიერს ბოლომდე არ გადალახავს ალბათ არ იქნება ჩვენი მხრიდან შემდეგ მატჩზე პროგნოზების კეთება, მაგრამ საქართველოში ქომაგებს იმდენად უნდათ ქართულ–ჰოლანდიური ძველი ჯახი განმეორდეს, (იმედია ამჯერად მსაჯის მიკერძოებების გარეშე) რომ აღარც კი ვუშვებთ “გაბალას“ ბარიერის ვერგაცდენის ალბათობას.

და მთავარი! “ფეიენოორდის“ წინააღმდეგ მატჩისას “დინამო არენას“ ტრიბუნები ბოლომდე რომ უნდა შევავსოთ მგონი ამაზე არც ვიკამათებთ!

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.115544
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X