სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ჩოგბურთი

18:55 | 27.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

დრამა და მარათონი: ნიკოლოზ ბასილაშვილი ფინალშია!
ქართველმა ჩოგბურთელმა რეიტინგის მეხუთე ნომერი ალექსანდრ ზვერევი დაამარცხა
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

ნიკოლოზ ბასილაშვილი ჰამბურგის ტურნირის ფინალში ზედიზედ მეორედ გავიდა! დრამატული, მარათონული ნახევარფინალური შეხვედრა მსოფლიო რეიტინგის მეხუთე ნომერ და ტურნირზე მეორე ნომრად განთესილ, მასპინძელ ალექსანდრ ზვერევის წინააღმდეგ.

შეხვედრა 3 საათსა და 10 წუთს გაგრძელდა და ფინალისტის ვინაობა ტაიბრეიკმა გადაწყვიტა. არადა, შეიძლებოდა ბასილაშვილს ყველაფერი გაცილებით მარტივად და უფრო ადრე დაემთავრებინა, მაგრამ ამბობენ, რომ გამარჯვებულებს არ ასამართლებენო და ქართველი ჩოგბურთელი დღეს გამარჯვებულია. საპასუხოდ, ისიც უნდა ითქვას, რომ ჩვენებურმა რამდენჯერმე კრიტიკული მომენტიდან მოახერხა გამოსვლა და მატჩის ბედის სათავისოდ გაჩარხვა.

პირველი სეტი ნიკოლოზმა 57 წუთში 6:4 მოიგო. ბასილაშვილმა სეტის ბოლო გეიმში ბრეიკი გაახერხა და ფინალისკენ საწყისი ნაბიჯი გადადგა. მეორე სეტიც 27 წლის ქართველისთვის იდეალურად დაიწყო და 3:1 დაწინაურდა, მაგრამ ამის შემდეგ გერმანელმა მობილიზება შეძლო და საბოლოოდ თავად იმარჯვა 46 წუთში 6:4.

შეხვედრის კულმინაცია კი ბოლო, მესამე სეტი გამოდგა. ბასილაშვილი კვლავ საწყის ეტაპზე იყო უკეთესი და მიჯრით სამი გეიმის მოგების შემდეგ ფინალს ძალიან მიუახლოვდა. თუმცა, 0:3-ის მუხედავად ზვერევიც არ დანებდა, ზედიზედ 5 გეიმი ამჯერად გერმანელმა მოიგო და ანგარიში 5:3 გახდა.

თითქოს ბასილაშვილი ფსიქოლოგიურად გატყდა, რადგან თითქმის მოგებული შეხვედრა პრაქტიკულად წააგო. მიუხედავად ამისა, ჩვენებურმა მორიგი საოცრება შემოგვთავზა. ზვერევს ორჯერ ჰქონდა მატჩპოინტი, მაგრამ ორჯერვე გაანიავა, ბასილაშვილმა კი მიჯრით მოგებული სამი გეიმის მერე 6:5 მოახერხა დაწინაურება. საბოლოოდ, კი ყველაფერი ტაიბრეიკმა გადაწყვიტა და ქართველმა აქაც პატარა სასწაული მოახდინა.

ნიკოლოზი 2:1 დაწინაურდა და ორჯერ აწვდიდა, მაგრამ ორივე მოწოდება ქარს გაატანა. ზვერევი კი გამარჯვებას ძალიან მიუახლოვდა, 5:2 იყო ანგარიში და ბასილაშვილის შანსიც მიზერული გახდა. მაგრამ სწორედ ამ დროს შეძლო და საკუთარ თავს გადაახტა, ზედიზედ 5 გათამაშება მოიგო და საბოლოოდ ფინალის საგზურიც მოიპოვა!

ბასილაშვილმა 4 ეისი შეასრულა და 9 ორმაგი შეცდომა დაუშვა, ხოლო ზვერევმა 14-ჯერ შეძლო ეისის შესრულება და ორმაგი შეცდომებით იგივე მაჩვენებელი ჰქონდა - 9.

ქართველის მეტოქე დღეს გაირკვევა, როდესაც მეორე ნახევარფინალურ შეხვედრაში ანდრეი რუბლევი და პაბლო კარენო-ბუსტა დაუპირისპირდებიან. აქვე შეგახსენებთ, რომ ბასილაშვილი ჰამბურგის ტურნირის მოქმედი გამარჯებულია და ფინალში ტრიუმფის შემთხვევაში 500 სარეიტინგო ქულის დაცვას მოახერხებს.

ნიკოლოზ ბასილაშვილი - ალექსანდრ ზვერევი 2:1 (6:4, 4:6, 7:6)

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.109407
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X