სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ძიუდო

17:35 | 25.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

ქართველმა ძიუდოისტებმა ზაგრების გრან პრიზე მეტოქეთა ვინაობა შეიტყვეს
ხორვატიის დედაქალაქში ლეგენდარულ ტედი რინერსაც ვიხილავთ
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

როგორც უკვე ვიუწყებოდით, საქართველოს ვაჟ ძიუდოისტთა ნაკრები ზაგრების მოახლოებულ გრან პრიზე 9-კაციანი შემადგენლობით წარსდგება, ქალთა გუნდში კი 5 ჩვენებური მოხვდა.

დღეს, ხორვატიაში წილისყრის პროცედურა შედგა და ქართველმა ძიუდოისტებმა მეტოქეთა ვინაობა შეიტყვეს. უმსუბუქეს 60 კგ-მდე წონით კატეგორიაში, თემურ ნოზაძე ბრძოლაში მე-2 წრიდან ჩაებმება, სადაც მისი მეტოქე სენეგალელი მუსა დიოპი იქნება.
ტატო გრიგალაშვილი (81 კგ.) ასევე მე-2 რაუნდიდან დაიწყებს ბრძოლას, სადაც არგენტინელ ემანუელ ლუსენტისა და ხორვატ დომინიკ დრუზეტას შორის უმჯობესს გაეჯიბრება. ამავე წონაში ზებედა რეხვიაშვილი საწყის ორთაბრძოლას ბურუნდელ სამუელ კვიტონდასთან ჩაატარებს.
90 კგ-მდე წონით კატეგორიაში ბექა ღვინიაშვილი მე-2 რაუნდში ბელარუს ვიკტარ კლიავუსაუსა და სლოვენიელ ნარსეი ლაჩკოვიჩს შორის უმჯობესს დაელოდება, ხოლო გიორგი პაპუნაშვილი პირველ წრეში ძალებს ბელარუს იაჰორ ვარაპაიეუსთან მოსინჯავს.
100 კგ-ში საქართველოს ნაკრების ღირსებას ონისე სანებლიძე და ლაშა ტაველური დაიცავენ. სანებლიძე არაბეთის გაერთიანებული ემირატების სახელით მოასპარეზე ივან რემარენკოს დაუპირისპირდება და წარმატების შემთხვევაში, ირლანდიელ ბენჯამინ ფლეტჩერთან ჭიდილი ელის.
ტაველურის პირველი მოწინააღმდეგე ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის დროშის ქვეშ მოჭიდავე ადნან ხანკანი იქნება. თუკი გამარჯვება ჩვენებურს დარჩა, მე-2 წრეში, ის ებრაელ პეტერ პალჩიკზე გავა.
2 წარმომადგენელი გვეყოლება მძიმე (+100 კგ.) წონით კატეგორიაშიც და ორივე მათგანი ტურნირში მე-2 რაუნდიდან ჩაებმება. გელა ზაალიშვილი რუს ანტონ ბრაჩევს გაეჯიბრება, ლევან მატიაშვილი კი – აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე უშანგი კოკაურს. საინტერესოა, რომ ხორვატიის დედაქალაქში ლეგენდარულ ფრანგ ძიუდოისტ ტედი რინერსაც ვიხილავთ, რომლის პირველი მეტოქეც ჩინელი შაოტონგ იუანი იქნება. თუკი მანამდე, ორივე წარმატებით იარა, ზაალიშვილისა და რინერის გზები ნახევარფინალში იკვეთება.
ქალთა შეჯიბრში ნატალია ყიფშიძის (48 კგ.) მეტოქე იტალიელი ფრანჩესკა მილანი იქნება, ტატიანა ლევიცკა-შუკვანი (52 კგ.) გვინეა-ბისაუს წარმომადგენელ ტასიანა სესარს დაუპირისპირდება, ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ.) – კანადელ კრისტა დეგუჩის, მარიამ ჭანტურია (70 კგ.) – გაბონელ კარენე აგონო ვორას, ხოლო სოფიო სომხიშვილი (+78 კგ.) – ლიტველ სანტა პაკენიტეს.
შეგახსენებთ, რომ ზაგრების გრან პრი 26-28 ივლისს 4-ათასიან სპორტის სასახლეში ჩატარდება. ტურნირის სამივე დღეს წინასწარი ორთაბრძოლები თბილისის დროით 13:00 საათზე დაიწყება, ფინალური ბლოკი კი სტარტს 20:00 საათზე აიღებს.

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.111811
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X