სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ფეხბურთი

19:50 | 24.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ქოჩორაშვილი კარიერას "ლევანტეში" გააგრძელებს
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

“საბურთალოს” აკადემიის აღზრდილი ფეხბურთელი გიორგი ქოჩორაშვილი, რომელიც ბოლოს იჯარით ესპანურ “ჟირონაში” ასაპრეზობდა, “ლევანტეში” ითამაშებს. ქართველმა ნახევარმცველმა “ახალ კლუბთან 3+1 ხელშეკრულებას მოაწერა ხელი.

აღნიშნულ ტრანსფერში დედაქალაქური კლუბის ხელმძღვანელები აქტიურად იყვნენ ჩართული.

გტავაზობთ ახალგაზრდა ფეხბურთელის ინტერვიუს უცვლელად:

ბავშვობიდან “საბურთალოში” ვთამაშობდი, აქ ჩამოვყალიბდი ფეხბურთელად. მადლობა ყველა იმ მწვრთნელს, ვინც მავარჯიშებდა და სხვადასხვა დროს ჩემთან უმუშავია. რამდენიმე წლის წინ “საბურთალოდან” ესპანურ “ჟირონაში” წავედი იჯარით, სადაც დიდი გამოცდილება მივიღე. საქართველოში დროებით დავბრუნდი იმისათვის, რომ „ჟირონამ“ ვერ შეასრულა პირობები.თუმცა, “საბურთალოს” დახმარებით ისევ ესპანეთში აღმოვჩნდი.

რამდენიმე ხნის წინ ერთ-ერთი საინფორმაციო საშუალებით „საბურთალოს“ მისამართით არასწორი აქცენტები გაკეთდა. ვისარგებლებ შემთხვევით და ამის გამო ტარიელ ხეჩიკაშვილს ბოდიშს გადავუხდი. ამავდროულად, მინდა მადლობა ვუთხრა იმისათვის, რომ უცხოეთში კარიერის გაგრძელების შესაძლებლობა მომცა. დღეს რომ ესპანეთში ვარ, სწორედ „საბურთალოს“ პრეზიდენტის დამსახურებაა. კლუბმა ყველა მატერიალური ინტერესების წინ, ფეხბურთელის ინტერესი დააყენა.

კლუბის ხელმძღვანელებმა დიდი როლი ითამაშეს, რომ ეს ტრანსფერი შემდგარიყო. პროცესებში უშუალოდ სპორტული დირექტორი, ლევან სეთურიძე იყო ჩართული.

– “ლევანტესინტერესი როგორ გაჩნდა?

-“ჟირონაში” თამაშისას სეგუნდა “B”-ში ორი მატჩი ვითამაშე “ლევანტეს” წინააღმდეგ. როგორც ჩანს ინტერესი გაჩნდა. თუმცა, ესპანელები უშუალოდ “საბურთალოს” ხელმძღვანელებს ესაუბრებოდნენ. მათი კეთილი ნება რომ არა, ეს ტრანსფერი ვერ შედგებოდა.

ესპანეთი თქვენთვის უცხო არ არის

– ესპანეთში ორი წელი ვთამაშობდი, ავუღე ალღო, შეიძლება ითქვას, ვიცი სადაც მივდივარ. ვფიქრობ, სწორ ნაბიჯს ვდგავ, ჩემს განვითარებაში იქ თამაში დამეხმარება.

-“საბურთალომმორიგი ისტორია დაწერა, როდესაც რამდენიმე დღის წინ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი ბარიერიდაძლია. რა შეგიძლიათ თქვათ?

– მივულოცავ ფეხბურთელებს, მწვრთნელებს, ჩემს ახლო მეგობრებს. მჯერა, “საბურთალო” ამაზე არ გაჩერდება და უფრო დიდი წარმატება ექნება. “საბურთალო” ყოველწლიურად ვითარდება და წინ მიიწევს.

ლევან სეთურიძე (“საბურთალოსსპორტული დირექტორი):

“ესპანეთიდან, უშუალოდ “ლევანტედან” მოვიდა შეთავაზება. რადგან ფეხბურთელის განვითარებისთვის კარგი შესაძლებლობა იყო, აქცენტი სწორედ ამ კლუბზე გავაკეთეთ. “საბურთალოს” ხელმძღვანელებმა ერთობლივი გადაწყვეტილება მივიღეთ. სწორედ, კლუბის დამსახურებაა, რომ ქოჩორაშვილი ევროპაში ითამაშებს.

“საბურთალო” აგრძელებს აღებულ გეზს და წარმატებულ ფეხბურთელებს ხელს უწყობს განვითარებაში. ამ შემთხვევაშიც მატერიალურ მხარეზე თვალი დავხუჭეთ და ფეხბურთელის ინტერესები წინ დავაყენეთ”.

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
0.115255
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X