სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ფეხბურთი

19:20 | 24.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

ფელის ვისენტე: „გვინდა მომდევნო ეტაპზე გავიდეთ და რევანშზე არ ვფიქრობთ“
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე „დინამო თბილისი“ აზერბაიჯანულ „გაბალას“ დაუპირისპირდება და მატჩამდე ერთი დღით ადრე, ფელის ვისენტემ პრესკონფერენცია გამართა.

ესპანელი სპეციალისტის განცხადებით, „დინამოს“ რთული ორმატჩიანი დუელი ელოდება და თუ შემდეგ ეტაპზე გასვლა უნდათ, ბოლომდე დახარჯვა მოუწევთ.

„ხვალინდელ შეხვედრაში ყველანაირად ვეცდებით, რომ კარგი თამაში ვაჩვენოთ და შედეგიც დადებითი იყოს. ორი მატჩის ჯამში გაირკვევა გამარჯვებული და შესაბამისად, ჩვენი მიზანია ორივე შეხვედრაში მაღალ დონეზე ვითამაშოთ, რადგან შემდეგ ეტაპზე გასვლა გვინდა.

ამ მომენტისთვის ტრავმირებული ფეხბურთელები არ გვყავს. რაც შეეხება აზაროვს, კარგი ფეხბურთელია და კარგი მომავალი ელოდება, მაგრამ დღეს გუნდში საკმაოდ დიდი კონკურენციაა. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ შანსს არ მიიღებს. წინ მთელი სეზონია და აუცილებლად მიეცემა თამაშის შესაძლებლობა.

„გაბალა“ საკმაოდ კარგი გუნდია და ჩვენ ყველა ვარიანტში 100%-ით დახარჯვა მოგვიწევს თუ ამ ბარიერის დაძლევა გვინდა. მეტოქე საკმაოდ დაბალანსებულია და დარწმუნებული ვარ, ორივე მატჩში მაქსიმალურად დახარჯვა მოგვიწევს.

კარიკარი გუნდთან ერთადაა და შესაძლებელია ხვალ იგივე სათამაშო დრო მიიღოს, როგორც სხვებმა. ადაპტაციის პერიოდი, რომელიც უნდა გაიაროს, იმედია მალე გაივლის და დარწმუნებული ვარ ჩვენს გუნდს დაეხმარება.

დღევანდელი ტექნელოგიების პერიოდში რა თქმა უნდა, ჩვენც ვიცით მეტოქის შესახებ ბევრი რამდა მეტოქესაც კარგად ვყავართ შესწავლილი. სტანდარტულები ნამდვილად არის ერთ-ერთი კომპონენტი, რომელსაც დიდი ყურადღება უნდა დავუთმოთ. გარდა ამისა, რამდენიმე ფეხბურთელის წინააღმდეგ განსაკუთრებული ყურადღებით მოგვიწევს თამაში.

ვიცით რამდენად ძლიერია ჩვენი მეტოქე, მაგრამ ამ შეხვედრებისთვის მზად ვართ. საერთოდ არ ვფიქრობთ, რამდენიმე წლის წინ წაგებულ შეხვედრაზე და რევანშზე. ჩვენ აქ იმისთვის ვიმყოფებით, რომ მომდევნო ეტაპზე გავიდეთ.

ამ მომენტისთვის მე ბედნიერი ვარ დღევანდელი შემადგენლობით და საკმაოდ ხარისხიანი ფეხბურთელები დაგვემატა. რაც შეეხება ტრანსფერებს ამ ეტაპზე ვერაფერს გეტყვით, რადგან ახლა მთლიანად „გაბალასთან“ მატჩებზე ვართ კონცენტრირებული.

ამ დროისთვის შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ლევან შენგელია ჩვენს გუნდშია და მასზე დიდ იმედს ვამყარებთ. ის მოედანზე გავა და მაქსიმუმს გააკეთებს და რა იქნება მომავალში ამაზე არ ვფიქრობთ“, - განაცხადა ვისენტემ.

შეგახსენებთ, „გაბალასა“ და „დინამოს“ შეხვედრა 25 ივლისს, თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება.

გიორგი მელქაძე WORLDSPORT.GE-სთვის გაბალადან

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.110488
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X