სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ფეხბურთი

0:55 | 23.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ჭიაბრიშვილი: "ვითამაშებთ შედეგზე და ვეცდებით გულშემატკივარს სანახაობაც შევთავაზოთ"
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

თბილისის "საბურთალოს" მთავარმა მწვრთნელმა ზაგრების "დინამოსთან" მატჩისწინ ისაუბრა. ქართველი სპეციალისტის განცხადებით, მეტოქე ძალიან ძლიერია, მაგრამ ამავდროულად საინტერესო იქნება მის წინააღმდეგ თამაში.

ჭიაბრიშვილი აღნიშნავს, რომ "დინამოს" დანაკლისი, რომლითაც თბილისში ჩამოვიდა განსაკუთრებით არ დაეტყობა.

დინამო ზაგრები საქართველოს რამდენიმე ფეხბურთელის გარეშე ესტუმრა. საბურთალო ხომ არ შეცვლის სათამაშო სტილს?

– მოგესალმებით, ვიდრე უშუალოდ კითხვებს ვუპასუხებდე, მინდა ორიოდე სიტყვა ვთქვა ჩემს ბოლო პრესკონფერენციაზე. შედარებები გავაკეთე ხორვატიასა და საქართველოს შორის, როგორც ფეხბურთის კუთხით, ასევე ჟურნალისტიკისა და ცხოვრების დონით. როგორც ჩანს თქვენამდე არასწორად მოვიტანე ეს ყველაფერი, რისთვისაც ბოდიშს გიხდით. რაც შეეხება სათამაშო სტილს, ჩვენს საფეხბურთო გემოვნებას არ შევცვლით. შესაძლოა დინამო რამდენიმე ფეხბურთელის გარეშე ჩამოვიდა, თუმცა მათი რესურსი ძალიან დიდია და არ მგონია ეს დანაკლისი დაეტყოთ. გუნდში უმეტესად ეროვნული ნაკრებების ფეხბურთელები თამაშობენ. მათი ფეხბურთელი ოლმო გამორჩეულია. კარგია, რომ ხვალინდელ თამაშში არ იქნება. სამაგიეროდ იქნებიან ფეხბურთელები, რომლებიც გამოცდილები არიან და საკმაო ძალას წარმოადგენენ. რა თქმა უნდა ვითამაშებთ შედეგზე და ვეცდებით გულშემატკივარს ლამაზი სანახაობა შევთავაზოთ.

მოლდოველებმა განმეორებით შეხვედრაში სამ ბურთიანი უპირატესობა მალევე აღმოფხვრეს. ფსიქოლოგიურად რა მდგომარეობაშია გუნდი?

– მსგავსი დონის ტურნირები ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ასეთ შეხვედრებში დიდ გამოცდილებას ვიძენთ. შერიფთან მატჩი როდესაც გავაანალიზეთ, ვერ ვიტყვი, რომ მოწინააღმდეგის დაუფასებლობა იყო, უბრალოდ თავიდან ვერ აეწყო გუნდის თამაში. ზერელედ არ მივდგომივართ რამდენიმე დღის წინ ჩატარებულ შეხვედრას. ასე რომ მივდგომოდით, მერწმუნეთ იმ მდგომარეობიდან ვერ გამოვიდოდით.

როგორ დაახასიათებთ ზაგრების დინამოს?

– გრანდებს არ მიეკუთვნება, მაგრამ საშუალო ევროპული დონის გუნდებზე მაღლა დგას. ასეთი დონის მატჩებში მონაწილეობა არ მიგვიღია. რამდენადაც ძლიერია მეტოქე, იმდენად საინტერესოა მასთან ორთაბრძოლა.

გარკვეული ცვლილებები ხომ არ იგეგმება შუა ხაზში?

– შესაძლოა ცვლილებები იყოს, ვნახოთ, იქამდე დრო არის დარჩენილი. ზოგადად, შერიფთან ცუდი დასაწყისი იყო, თუმცა მეორე ნახევარში მდგომარეობა გამოვასწორეთ.

რამდენად უნდა ველოდოთ ლაზარე კუპატაძის ან ლევან ყენიას თამაშს?

– ლაზარე განაცხადში აუცილებლად იქნება, თუ რამე განსაკუთრებული არ მოხდა, თუმცა ძირითადში ითამაშებს თუ არა ვერ გეტყვით. რაც შეეხება ლევანს, ის ამ დროისთვის არ არის სასურველ ფიზიკურ კონდიციებში. როდესაც შევა სასურველ სპორტულ ფორმაში, ის აუცილებლად ითამაშებს.

დღეს, როგორც ჩემპიონთა ლიგის, ასევე ევროპა ლიგის კენჭისყრა გაიმართა. რას იტყვით სავარაუდო მეტოქეებზე?

– დინამოს გარდა დღეს სხვა მოწინააღმდეგეზე არ ვფიქრობ. მთავარი მატჩი წინ გვაქვს და ეს ბარიერი უნდა დავძლიო, თუმცა თუ ფიქრი იქნება ფერენცვაროშზე ვიფიქრებ.

FCSABURTALO.GE

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.111763
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X