ფეხბურთი

11:30 | 21.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

მესიმ კონმებოლს ბოდიში მოუხადა

არგენტინის ეროვნული ნაკრების და კატალონიის "ბარსელონას" შემტევმა ლიონელ მესიმ კონმებოლის (სამხრეთ ამერიკის ფეხბურთის მმართველი ორგანიზაცია) კრიტის გამო ბოდიში მოიხადა. აღნიშნული ინფორმაცია La Nacion-მა გაავრცელა.

ჩილესთან გამართულ მატჩში მესი 37-ე წუთზე გააძევეს. მატჩის შემდეგ ფეხბურთელმა კონმებოლი კორუფციაში დაადანაშაულა, მსაჯები გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ყველაფერი ბრაზილიის გასაჩემპიონებლად კეთდება.

აღნიშნულის განცხადებების გამო კონმებოლის სადისციპლინო კომიტეტმა მესის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო. არგენტინის ფეხბურთის ფედერაციამ კი წერილი გააგზავნა, სადაც საუბარია, რომ მესიმ ყველაფერი სტრესულ სიტუაციაში თქვა და ბოდიშს იხდის. როგორც La Nacion-ი იუწყება, ლიონელს ბოდიშის გამო დისკვალიფიკაცია აღარ ემუქრება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116947