ფეხბურთი

20:20 | 19.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

ქართველების "გენტი" ევროპა ლიგაზე ითამაშებს

ქართველები „გენტი“ ევროპა ლიგის გათამაშებაში იასპარეზებს. წესით, გასული სეზონის შედეგებიდან გამომდინარე იეს თორუპის გუნდს ევროსარბიელზე თავის წარმოჩენის შესაძლებლობა არ უნდა ჰქონოდა, მაგრამ ყველაფერი შეიცვალა.

ბელგიის თასის გამარჯვებული „მეხელენი“ გარიგებული მატჩების გამო დისკვალიფიკაციით დაისაჯა და არამარტო შიდა ასპარეზზე დაისაჯა, არამედ ევროტურნირებიდანაც მოიხსნა. შედეგად, მისი ადგილი „გენტმა“ დაიკავა, რომელმაც ბელგიის თასის ფინალში „მეხელენთან“ 1:2 წააგო.

მოვლენები ჩვეულებრივად რომ განვითარებულიყო, ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე „მეხელენს“ უნდა ეთამაშა, ხოლო „ანტვერპენი“ მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე რუმინულ „ვიტორულს“ შეხვდებოდა.

თუმცა, მომხდარი ცვლილების შედეგად, „მეხელენი“ გათამაშებიდან საერთოდ მოიხსნა, მისი ადგილი ჯგუფში „ანტვერპენმა“ პირდაპირ დაიკავა, ხოლო ამ უკანასკნელის ნაცვლად მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე „ვიტორულს“ „გენტი“ გაეჯიბრება.

შეგახსენებთ, რომ ბელგიურ გუნდში ქართველები სიმრავლეა - გიორგი ბერიძე, გიორგი ჩაკვეტაძე და გიორგი ქვილითაია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111556