ფეხბურთი

20:45 | 18.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

"ატლეტიკოს" მორიგი ტრანსფერი

მადრიდის „ატლეტიკო“ სატრანსფერო ბაზარზე აქტიურობას განაგრძობს და კიდევ ერთი ფეხბურთელი შეიძინა. 22 წლის ესპანელი მცველი მარიო ერმოსო ამიერიდან მადრიდელთა ღირსებას დაიცავს.

„ატლეტიკომ“ „ესპანიოლს“ ერმოსოს სანაცვლოდ 25 მილიონი ევრო გადაუხადა და 5-წლიანი კონტრაქტი გაუფორმა.

ერმოსო „ესპანიოლში“ 2017-2019 წლებში თამაშობდა და 54 მატჩში 4 გოლიც გაიტანა. მანამდე კი, მადრიდის „რეალის“ აკადემიასა და მეორე გუნდში 12 წლის განმავლობაში ირიცხებოდა. აქვე გეტყვით, რომ გუშინ "ატლეტიკომ" ინგლისელი მცველი კირან ტრიპირი შეიძინა.

სტატისტიკა
0.243963