სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ფეხბურთი

2:51 | 17.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

მეტოქის წარდგენა: ამბიციური და გამოცდილი ზაგრების "დინამო"
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

საქართველოს ჩემპიონი თბილისის „საბურთალო“ ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს, სადაც ხორვატიის უძლიერესი გუნდი, ზაგრების „დინამო“ ელოდება. იქამდე, გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდმა ტირასპოლის „შერიფის“ ბარიერი დაძლია, რომელსაც ორი მატჩის ჯამში 4:3 აჯობა (3:0, 1:3).

ცალსახაა, ზაგრების „დინამო“ „შერიფზე“ გამოცდილი და მაღალი დონის გუნდია და „საბურთალოსთან“ წყვილში ფურცელზე აშკარა ფავორიტადაც განიხილება. თუმცა, ასევე ფავორიტი იყო „შერიფიც“ და „საბურთალომ“ მოახერხა მისი ბარიერის დაძლევა.

ამ წერილში ვეცდებით „დინამო“ უფრო ახლო ხედით დაგანახოთ და გაგაცნოთ. თავდაპირველად გუნდის მოქმედ შემადგენლობას გავეცნოთ:

მეკარეები: დანიელ ზაგორაცი, დინკო ჰორკასი, დომინიკ ლივაკოვიჩი

მცველები: სადეგ მოჰარამი, ივო პინტო, მარინ ლეოვაჩი, კევინ თეოფილ-კატერინი, პეტარ სტოიანოვიჩი, მარკო ლეშკოვიჩი, დინო პერიჩი, ემირ დილავერი, ფრანსუა მუბანჯე

ნახევარმცველები: არიან ადემი, დანი ოლმო, იზეტ ჰაიროვიჩი, ლოვრო მაიერი, ამერ გოიაკი, მარიო სიტუმი, ანტონიო მარინი, იაი ატიემვენი, ნიკოლამორო, ივან სუნჯიჩი, დამიან კაძიორი, მისლავ ორშიჩი

თავდამსხმელები: კომნენ ანდრიჩი, მარიო გავრანოვიჩი, ბრუნო პეტკოვიჩი, ბორნა პეტროვიჩი

ზაგრების „დინამოს“ რიგებში რამდენიმე გამორჩეული ფეხბურთელია. უპირველეს ყოვლისა უნდა აღვნიშნოთ ესპანელი შემტევი ნახევარმცველი დანი ოლმო, რომელსაც ევროპული გრანდები ეპატიჟებიან და მათ შორის „ბაიერნი“ აქტიურობს. ოლმო ცოტა ხნის წინ, ევროპის 21 წლამდე ჩემპიონი გახდა და ესპანეთის შესაბამის ასაკობრივ ნაკრებში წამყავნი როლი ჰქონდა. ფინალში გერმანიასთან გოლიც გაიტანა. გასულ სეზონში 21 წლის ფეხბურთელმა 44 თამაშში 12 გოლი გაიტანა. თუმცა, ვინაიდან, ევროპის ჩემპიონატი 30 ივნისს დასრულდა, ოლმო შვებულებაშია და გუნდთან ერთად მოსამზადებელი ეტაპი არ გაუვლია. აქედან გამომდინარე შესაძლოა „საბურთალოს“ წინააღმდეგ ვერ ითამაშოს. გამოსარჩევია მეკარე დომინიკ ლივაკოვიჩი, რომელიც ხორვატიის ნაკრების ღირსებას იცავს და საკმაოდ მაღალი დონის კიპერად ითვლება. შეტევაში კი მთავარ ძალას მარიო გავრანოვიჩი წარმოადგენს. „შალკესა“ და „მაინცის“ ყოფილი ფორვარდი, რომელიც ახლაც შვეიცარიის ნაკრების წევრია. არც სხვა მოთამაშეებს დაეწუნებათ არაფერი - ზაგრების „დინამო“ ჩინებულადაა დაკომპლექტებული.

აწმყო

ხორვატიაში სეზონი ახლახან დაიწყო. 13 ივლისს, „დინამომ“ ხორვატიის სუპერთასზე „რიეკა“ ბოსნიელი ამერ გოიაკის კინკილა გოლით დაამარცხა და სეზონი ტიტულით დაიწყო. მანამდე კი სპარინგ მატჩებს არცთუ სახელოვანი გუნდების წინააღმდეგ ატარებდა.

თბილისში ჩამოსვლამდე ზაგრებელები ერთ მატჩს ჩაატარებენ - 17 ივლისს, ხორვატიის ჩემპიონატის პირველ ტურში დერბი ელოდებათ „ლოკომოტივთან“, მერე კი გეზს საქართველოს დედაქალაქისკენ აიღებენ.

ისტორია

“დინამო” გასული საუკუნის დასაწყისში, 1911 წელს დაარსდა. აქამდე ქვეყნის ჩემპიონობა 21-ჯერ მოახერხა, აქედან 2006 წლიდან 2016 წლამდე მიჯრით. ბოლო პერიოდში ამ გუნდს სამშობლოში ბადალი მართლაც არ ჰყავს და ოდენ 2017 წელს „რიეკამ“ მოახერხა მის ჰეგემონიაში ჩარევა და ხორვატიის ჩემპიონის ტიტულის წართმევა. რაც მთავარია, “დინამოს” წარმატება სამშობლოს ფარგლებსაც სცდება და რეგულარულად ასპარეზობს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე. მართალია, იქ ხორვატები განსაკუთრებული მიღწევებით ვერ დაიკვეხნიან, მაგრამ ჩვენი საკლუბო ფეხბურთის გადმოსახედიდან, ესეც უდიდესი შედეგია. თანაც, 2015-2016 წლების სეზონში ზაგრებში მათ ლონდონის “არსენალსაც” აჯობეს – 2:1.

უახლოეს წარსულს რაც შეეხება - გასულ სეზონში ნენად ბიელიცას გუნდმა ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ბეერ-შევას „ჰაპოელი“ ორი მატჩის ჯამში 7:2 დაამარცხა (5:0, 2:2), რასაც ყაზახურ „ასტანასთან“ მარტივი გამარჯვება მოჰყვა (2:0, 1:0). პლეი-ოფში, საიდანაც ჯგუფურ ეტაპამდე ერთი ნაბიჯი რჩებოდა „დინამო“ ბერნის „იანგ ბოიზთან“ დამატებით დროში დამარცხდა (1:1, 1:2 დამატებითი დრო).

შედეგად, ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გადაინაცვლა, სადაც მართლაც შესანიშნავად იასპარეზეა. ჯგუფში ხორვატებს ბადალი არ ჰყოლიათ - ტრნავას „სპარტაკს“ ორჯერ მოუგეს (2:1, 3:1), ხოლო „ფენერბახჩესთან“ (4:1, 0:0) და „ანდერლეხტთან“ (2:0, 0:0) 4-4 ქულა მოიპოვა და ჯგუფში 14 ქულით პირველ ადგილზე გავიდა (6 თამაში, 4 მოგება, 2 ფრე, 0 წაგება).

1/16 ფინალში „დინამოს“ მეტოქე ჩეხეთის ჩემპიონი „პლზენი“ იყო, რომელთანაც პირველი თამაში სტუმრად 1:2 წააგო, მაგრამ ერთ კვირაში შნ 3:0 აჯობა და მერვედფინალში გავიდა. აქ ხორვატები ლისაბონის „ბენფიკას“ გაეჯიბრნენ და ტოლი არაფერში დაუდიათ. შინ 1:0 გამარჯვების შემდეგ პორტუგალიაში „დინამომ“ 90 წუთი ამავე ანგარიშით წააგო და დამატებითი დრო დაინიშნა, რომელშიც „ბენფიკამ“ კიდევ ორი გოლი გაიტანა და „დინამოს“ ევროპა ლიგური ოდისეა დაასრულა.

კლუბის ისტორიაში ყველაზე მეტი შეხვედრა დრაჟენ ლადიჩს აქვს ჩატარებული, რომელმაც 1986-2000 წლებში “დინამოს” მაისური 802 მატჩში მოირგო (1 გოლი). საუკეთესო გოლეადორი კი, იგორ ცვიტანოვიჩია – 1989-1997/1999-2002 წლებში, 503 თამაში, 304 გოლი.

ზაგრების “დინამოს” ისეთი სახელოვანი ფეხბურთელებიც აღუზრდია, როგორებიც მილან ბადელი, ზვონიმირ ბობანი, ლუკა მოდრიჩი, მატეო კოვაჩიჩი, მარიო მანჯუკიჩი, დრაჟენ ლადიჩი, ივიცა ჰორვატი, ედუარდო და სილვა და სხვანი არიან.

სტადიონი – “მაქსიმირი” (ტევადობა: 37 168)

“დინამოს” საშინაო არენაა “მაქსიმირი”, რომელიც ამავდროულად ხორვატიაში მთავარ სტადიონად მიიჩნევა. არენა 37 ათასზე მეტ მაყურებელს იტევს და ხორვატიის ჩემპიონატში ვერ, მაგრამ ევროტურნირებზე ხშირად ივსება. კლუბის გულშემატკივრებიც განთქმულნი არიან თავისი გამოხტომებით, რადგან ერთ-ერთ ყველაზე ზღვარგადასულ ქომაგებად მიიჩნევიან. მათ მთავარ დაჯგუფებასაც შესაბამისი სახელი აქვს: “ცუდი ლურჯი ბიჭები”.

მწვრთნელი

ზაგრების „დინამოს“ 2018 წლის 15 მაისიდან ნენად ბიელიცა წვრთნის და მეტად შედეგიანადაც. მისი ხელმძღვანელობით „დინამომ“ დღემდე 44 თამაში ჩაატარა და 73% შეხვედრებისა გამარჯვებით დაასრულა (32 მოგება, 8 ფრე, 4 წაგება). ორჯერ გახდა ხორვატიის ჩემპიონი, ერთხელ ხორვატიის თასი და სუპერთასი მოიგო, ევროპა ლიგაზე კი გუნდი მერვედფინალამდე მიიყვანა.

მანამდე 47 წის ბიელიცა ვენის „აუსტრიას“, იტალიურ „სპეციასა“ და პოზნანის „ლეხს“ ავარჯიშებდა. ფეხბურთელობისას ურიგო კარიერა არ ჰქონია და ხორვატიის ნაკრებში 9 თამაშიც აქვს ჩატარებული. საკლუბო დონეზე კი, სხვადასხვა დროს „ალბასეტეს“, „ბეტისის“, „ლას პალმასის“, „ოსიეკის“ „კაიზერსლაუტერნისა“ და „ადმირას“ რიგებში უთამაშია.

ფაქტია, „საბურთალოს“ „შერიფზე“ სერიოზული გამომცდელი ჰყავს და ზაგრების „დინამოს“ ბარიერის დაძლევა მარტივი ამოცანა სულაც არ იქნება. თუმცა, რაღა თქმა უნდა, დაუმარცხებელი გუნდი სულაც არაა და მასთან ტოლ-სწორად თამაში ნამდვილად შესაძლებელია.

აქვე გეტყვით, რომ პირველი მატჩი 23 ივლისს, თბილისში, ხოლო საპასუხო ერთი კვირის თავზე ზაგრებში შედგება.

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.118222
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X